ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-18 ნომერი გაანადგურა - ნიკა ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს

AutoSharing Option
ტორონტოს მასტერსის მე-2 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ნომერს, ავსტრალიელ ალექს დე მინორს დაუპირისპირდა და 57 წუთში 6:1 6:1 დაამარცხა.

ჩვენებურმა მეტოქე ყველა ასპექტში დაჯაბნა. ნიკოლოზი, როგორც ჩაწოდებაზე, ისე მიღებაზე ბრწყინვალე იყო და ეს შედეგშიც აისახა.

ბასილაშვილი 1/8-ფინალში გავიდა, სადაც 12 აგვისტოს მისი მეტოქე მსოფლიოს მე-13 ნომერი, პოლონელი ჰუმბერტ ჰურკაჩი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ოლიმპიადაზეც ეტყობოდა რომ კარგ ფორმაში იყო, ჩემპიონთან (ზვერევთან) ნიკაზე კარგად არავის უთამაშია.
შოთა შაველაშვილი
14:22 12-08-2021
0
… თამაში ჩანიშნულია 13 აგვისტოს, თბილისის დროით 04:30 სთ-ზე. ტორონტოს დროით 10:30 სთ-!!! მთავარია სიცხეში არ მოუწევს თამაში და ალბათ ცენტრალურ კორტზე იქნება შეხვედრა!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
12:46 12-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული