ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-18 ნომერი გაანადგურა - ნიკა ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს

AutoSharing Option
ტორონტოს მასტერსის მე-2 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ნომერს, ავსტრალიელ ალექს დე მინორს დაუპირისპირდა და 57 წუთში 6:1 6:1 დაამარცხა.

ჩვენებურმა მეტოქე ყველა ასპექტში დაჯაბნა. ნიკოლოზი, როგორც ჩაწოდებაზე, ისე მიღებაზე ბრწყინვალე იყო და ეს შედეგშიც აისახა.

ბასილაშვილი 1/8-ფინალში გავიდა, სადაც 12 აგვისტოს მისი მეტოქე მსოფლიოს მე-13 ნომერი, პოლონელი ჰუმბერტ ჰურკაჩი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
… თამაში ჩანიშნულია 13 აგვისტოს, თბილისის დროით 04:30 სთ-ზე. ტორონტოს დროით 10:30 სთ-!!! მთავარია სიცხეში არ მოუწევს თამაში და ალბათ ცენტრალურ კორტზე იქნება შეხვედრა!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
12:46 12-08-2021
0
…შენ გენაცვალე ნიკოლოზ!!! ძალიან გაგვახარე შენი ნამდვილი გულშემატკივარი!!! ზოგიერთებმა კარგად წაიკითხეთ, მე-18- ჩოგანიო და თანაც 6:1, 6:1!!! როგორმე გადაიტანთ ამ დარტყმას!!!))) ძალიან ლამაზი, სწრაფი, ძლიერი და აგრესიული ჩოგბურთი აჩვენა ნიკამ!!! მაგარია, ყოჩაღ!!! ხურკაჩი განთესილებში იყო და დღეს უნდა ეთამაშა ნიშიკოროსთან, მაგრამ ნიშიკორიმ უარი განაცხადა შეხვედრაზე ტრავმის გამო!!! წარმატება ნიკას ხვალინდელ შეხვედრაში!!!
დათო
11:17 12-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული