![](https://sportall.ge/pictures/image5/70de713c4a938f10a208f9e5be1abf58.jpg)
ტორონტოს მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, სამ სეტში 7:6, 4:6, 4:6 დამარცხდა.
აღნიშნულ მატჩს ჩვენებურის მეტოქე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:
"ძალიან ბედნიერი ვარ ბასილაშვილთან გამარჯვებით. ნამდვილად რთული თამაში იყო და კორტზე ყველაფერი ადვილი ნამდვილად არ იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გამარჯვებით, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის", - დაწერა ჰურკაჩმა.
!["ძალიან ბედნიერი ვარ, ურთულესი შეხვედრა გამოდგა..." - ჰურკაცი ბასილაშვილთან დაპირისპირებას ეხმაურება Sportall.Ge](/pictures/artimages/original/7bf7f9615f5014c1364abfc81b266f95.png)
პოლონელის მეტოქე 1/4-ფინალში რუსი დანილ მედვედევი იქნება.