ბასილაშვილი ცინცინატის გამოცდილი მეტოქით იწყებს

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (40) აშშ-ში ცინცინატის ტურნირზე ჩაებმება, სადაც მისი პირველი მეტოქე ვეტერანი იტალიელი, 34 წლის ფაბიო ფონინი (36) იქნება.

საინტერესოა, რომ ეს ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს არ  დაპირისპირებიან. წყვილში გამარჯვებული, დიდი ალბათობით, ბელგიელ დავიდ გოფინს (15) შეხვდება, რომელიც პირველ ეტაპზე არგენტინელ გუიდო პელასთან აშკარა ფავორიტია.

ტურნირის 2020 გათამაშებაში სერბმა ლეგენდა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა. რაც შეეხება ბასილაშვილს, ის შარშან პირველივე რაუნდში დამარცხდა. ცინცინატის მასტერსის საპრიზო ფონდი 5 404 435 დოლარია. 

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ქართველი სპორტსმენი ტორონტოს ATP ტურნირის მერვედფინალამდე
მივიდა და იქ დამარცხდა.

ბასილაშვილისა და ფონინის შეხვედრა 16 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

altბასილაშვილი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

altბასილაშვილი კანადაში ამერიკელით იწყებს


მკითხველის კომენტარები / 4 /
ნიკა ყველასთან პირველ ნომრად თამაშობს და წაგება თავისივე შეცდომების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ასეა ეს.
ნაკლები შეცდომები ნიკას!!!!
ვაჟა მასწავლებელი
15:05 16-08-2021
0
…პელამ გოფინი ორ სეტში დაამარცხა!!!
დათო
11:10 16-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული