დასანანი მარცხი... "ბასილა" ცინცინატის ტურნირს პირველივე წრიდან ემშვიდობება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში მიმდინარე ცინცინატის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა - გამოცდილ იტალიელ ფაბიო ფონინისთან 0:2 (6:7 3:6) დამარცხდა.

პირველი სეტი ძალიან დაძაბული იყო და შეხვედრა ტაიბრეიკამდე მივიდა. ქართველმა სპორტსმენმა მეორე სეტშიც იბრძოლა, თუმცა, დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი, რომელიც რეიტინგში მე-40 ადგილზე დაბრუნდა, ზედიზედ მეორე წელია, აღნიშნულ ტურნირს საწყის ეტაპზევე ეთიშება.

ნიკოლოზის მჯობნელ იტალიელს კი მოულოდნელი მეტოქე ეყოლება -  ბელგიელი გოფინი არგენტინელ პელასთან დამარცხდა...

altბასილაშვილი ცინცინატის გამოცდილი მეტოქით იწყებს




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული