ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (39) თითქმის ბრძოლის გარეშე გავიდა.
მისი მეტოქე ამერიკელი სებასტიან კორდა (45) იყო და მატჩი 47 წუთი გაგრძელდა - პირველი სეტი ბასილაშვილმა 6:2 მოიგო, მეორეში, როდესაც ნიკოლოზი 2:1 დაწინაურდა, კორდამ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
1-ელ სექტემბერს, მეორე წრეში, ბასილაშვილი ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტასა (12) და ამერიკელ მაქსიმ გრესის (151) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მათი შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს და 3 სეტის შემდეგ ესპანელი 2:1-ს იგებს.