სტეფანოს ციციპასის დეიდა ალა სალნიკოვა (ყოფილი ჩოგბურთელი) ენდი მარეის ბერძენი ჩოგბურთელის მიმართ უპატივცემულო საუბარს გამოეხმაურა და დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, ამერიკის ღია პირველობის მიმდინარეობისას ციციპასმა რამდენიმეწუთიანი შესვენება მოითხოვა და საპირფარეშოსკენ გაეშურა, რაზედაც ბრიტანელი ჩოგბურთელი გაღიზიანდა და საჯაროდ განაცხადა, რომ:

"ის მატყუარაა, საპირფარეშოში ამდენი ხნის განმავლობაში მე არც ერთხელ არ გავსულვარ".

შეგახსენებთ, ხსენებული შეხვედრა ბერძენი ჩოგბურთელის გამარჯვებით, 2:6 7:6 3:6 6:3 6:4 დასრულდა.

"ვფიქრობ, ეს წინასწარ დაგეგმილი ამბავი იყო. ენდიმ იცოდა, რომ შეეძლო სტეფანოსის გაღიზიანება. ის გამოცდილი ჩოგბურთელია, მას ხომ უკან ამდენწლიანი კარიერა მოსდევს... ენდის მოგება ძალიან უნდოდა, რადგან ეს მისთვის ერთ-ერთი ბოლო შანსი გახლდათ, რათა კარი გამოეჯახუნებინა და ისე წასულიყო საჩოგბურთო სამყაროდან, მისი კარიერა ხომ დასასრულს დღითი დღე უახლოვდება... თუმცა მისმა ამ საქციელმა შოკში ჩამაგდო, მამაკაცები ასე არ იქცევიან.

ის მოტივირებული არა სამართლიანობით, არამედ გამაღიზიანებლობით გახლდათ. სტეფანოსმა შესვენება აიღო და საპირფარეშოში გავიდა. მინდა გითხრათ, რომ ვისაც ჩოგბურთის ელემენტარული წესები გაეგება, ეცოდინება, რომ რამდენიმეწუთიანი შესვენების მოთხოვნა სრულიად დასაშვებია. ის უკან არაფრით ხელში არ დაბრუნებულა, არც არაფერი მიუღია და არც არანაირი წესი არ დაურღვევია.

ახლა ბევრი ფიქრობს და განიცდის, რომ ეს ამბავი ციციპასს გააღიზიანებს და მასზე ცუდად იმოქმედებს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ასე არაა. ის ჭკვიანი ბიჭია, ყველაფერი ირონიით მიიღო, მას დაბადებიდან ვიცნობ და ეჭვი არ მეპარება, რომ მის ირგვლივ ახლა ყველაფერი მშვენივრადაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ტურნირის მიმდინარეობისას მისი სიმშვიდის არევასა და ტკივილის მიყენებას ცდილობენ, კონცენტრაციაში ხელს უშლის. მე დავდივარ სხვადასხვა ტურნირზე და მესმის განსხვავებული საუბარი. ისინი უბრალოდ ვერ აღიარებენ, რომ საბერძნეთს ასეთი დიდებული ჩოგბურთელი და ჩემპიონი ჰყავს.

ციციპასის წარმატება ისტორიულ საჩოგბურთო ძალებს დევნის. ისინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, თუ როგორ მიაღწია ამ მომენტისთვის კლასიფიკაციის მე-3 ნომერმა ამდენს ისე, რომ მის სამშობლოში ჩოგბურთი პრაქტიკულად არ არსებობდა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი კარიერის პიკი ჯერ კიდევ წინაა" - განაცხადა ალამ.

სტეფანოსი ამერიკის ღია პირველობაზე მომდევნო შეხვედრას ხვალ, 2 სექტემბერს, ადრიან მანარინოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 04:15 საათზე დაიწყება.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

გორა
დაამტკიცა რა ნაგავიც არის.სხვა არაფერი შეუძლია .რაც არ უნდა დიდი სპორცმენი იყო,საკუთარ თავს ვერ გაექცევი
NN
ციციპასი ნახევრად რუსია - დედამისი ირინა სალტიკოვა ცნობილი რუსი ჩოგბურთელი იყო და დედის მამა კიდევ ცნობილი რუსი ფეხბურთელი
NN
ციციპასი ეხლახანს ცინცინატის მასტერსზე ზვერევმაც ამხილა მაგ წარამარა გასვლებთან დაკავშირებით - პატარა რაღაც ჩანთა გაქონდა თან და ზვერევმა მსაჯს უთხრა რომ ამ ჩანთით ტელეფონი გააქვსო, შეხედეთ მამამისი ამ დროს როგორ წერს და უგზავნის ტელეფონით შეტყობინებებსო - ასე რომ ენდი ამ შემტხვევაში არ ტყუის
reali isev moigebs ligas vari roar iyos
და ენდისაც მსგავსად არ შეუწყვეს ხელი ბასილაშვილთან როცა წააგო სეტი 1-1 რო გახდა და გადახურვას 1 საათი რო მოუნდნენ და კარგა გვარიანად დაასვენეს მარეი :D:D:D კაი ყოფილა ენდი ვირეშმაკობა ? ლოლ
aburjga
კი მიკვირდა ბერძინი ციციპასი ჩოგბურთს ასე კარგად როგორ თამაშობს თქო?! მაგრამ თურმე დედა რუსი ჰყოლია და რაღაა გასაკვირი?! ))) აბა, ახლა, ვისაც რუსი ქალის გემო არ გაგისინჯავთ დსცხეთ ჩვეული სისულელეები!!
არჩი
ენდი მარეი ნაგავი კაცია და ეს ნიკა ბასილაშვილთან დამოკიდებულებაშიც გამოიკვეთა. არაფერი რომ არ იცოდე, ისედაც რაღაც იაზვა სახე აქვს და არ მახსენდება რაღაც გაღიმებული.
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
ციციპასი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტია
არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია
ბრავო! - ენდი მარი "უიმბლდონზე" გამომუშავებულ თანხას მთლიანად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავს!
"კარიერის დასრულებას არ ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო დამჭირდება" - ენდი მარი უიმლდონზე მარცხით გულდაწყვეტილია [VIDEO]
შეუძლებელია, შენ გასწვრივ ბასილაშვილის სახელის დანახვა გაგიხარდეს - მარი ნიკოლოზთან მატჩის შემდეგ
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
ალკარასმა ციციპასი დაამარცხა და ბარსელონას ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო
ჯოკოვიჩმა პოლი დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეათედ მოიგო - ნოვაკი კვლავ მსოფლიოს პირველი ნომერი გახდა
ბასილაშვილის ყოფილი მწვრთნელი მარიმ 2 თვეში გაათავისუფლა - რატომ შეწყვიტა ენდიმ თანამშრომლობა იან დე ვიტთან