ციციპასის დეიდა ლეგენდარულ ჩოგბურთელს ღიად დაუპირისპირდა

AutoSharing Option
სტეფანოს ციციპასის დეიდა ალა სალნიკოვა (ყოფილი ჩოგბურთელი) ენდი მარეის ბერძენი ჩოგბურთელის მიმართ უპატივცემულო საუბარს გამოეხმაურა და დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, ამერიკის ღია პირველობის მიმდინარეობისას ციციპასმა რამდენიმეწუთიანი შესვენება მოითხოვა და საპირფარეშოსკენ გაეშურა, რაზედაც ბრიტანელი ჩოგბურთელი გაღიზიანდა და საჯაროდ განაცხადა, რომ:

"ის მატყუარაა, საპირფარეშოში ამდენი ხნის განმავლობაში მე არც ერთხელ არ გავსულვარ".

შეგახსენებთ, ხსენებული შეხვედრა ბერძენი ჩოგბურთელის გამარჯვებით, 2:6 7:6 3:6 6:3 6:4 დასრულდა.

"ვფიქრობ, ეს წინასწარ დაგეგმილი ამბავი იყო. ენდიმ იცოდა, რომ შეეძლო სტეფანოსის გაღიზიანება. ის გამოცდილი ჩოგბურთელია, მას ხომ უკან ამდენწლიანი კარიერა
მოსდევს... ენდის მოგება ძალიან უნდოდა, რადგან ეს მისთვის ერთ-ერთი ბოლო შანსი გახლდათ, რათა კარი გამოეჯახუნებინა და ისე წასულიყო საჩოგბურთო სამყაროდან, მისი კარიერა ხომ დასასრულს დღითი დღე უახლოვდება... თუმცა მისმა ამ საქციელმა შოკში ჩამაგდო, მამაკაცები ასე არ იქცევიან.

ის მოტივირებული არა სამართლიანობით, არამედ გამაღიზიანებლობით გახლდათ. სტეფანოსმა შესვენება აიღო და საპირფარეშოში გავიდა. მინდა გითხრათ, რომ ვისაც ჩოგბურთის ელემენტარული წესები გაეგება, ეცოდინება, რომ რამდენიმეწუთიანი შესვენების მოთხოვნა სრულიად დასაშვებია. ის უკან არაფრით ხელში არ დაბრუნებულა, არც არაფერი მიუღია და არც არანაირი წესი არ დაურღვევია.

ახლა ბევრი ფიქრობს და განიცდის, რომ ეს ამბავი ციციპასს გააღიზიანებს და მასზე ცუდად იმოქმედებს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ასე არაა. ის ჭკვიანი ბიჭია, ყველაფერი ირონიით მიიღო, მას დაბადებიდან ვიცნობ და ეჭვი არ მეპარება, რომ მის ირგვლივ ახლა ყველაფერი მშვენივრადაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ტურნირის მიმდინარეობისას მისი სიმშვიდის არევასა და ტკივილის მიყენებას ცდილობენ, კონცენტრაციაში ხელს უშლის. მე დავდივარ სხვადასხვა ტურნირზე და მესმის განსხვავებული საუბარი. ისინი უბრალოდ ვერ აღიარებენ, რომ საბერძნეთს ასეთი დიდებული ჩოგბურთელი და ჩემპიონი ჰყავს.

ციციპასის წარმატება ისტორიულ საჩოგბურთო ძალებს დევნის. ისინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, თუ როგორ მიაღწია ამ მომენტისთვის კლასიფიკაციის მე-3 ნომერმა ამდენს ისე, რომ მის სამშობლოში ჩოგბურთი პრაქტიკულად არ არსებობდა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი კარიერის პიკი ჯერ კიდევ წინაა" - განაცხადა ალამ.

სტეფანოსი ამერიკის ღია პირველობაზე მომდევნო შეხვედრას ხვალ, 2 სექტემბერს, ადრიან მანარინოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 04:15 საათზე დაიწყება.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაამტკიცა რა ნაგავიც არის.სხვა არაფერი შეუძლია .რაც არ უნდა დიდი სპორცმენი იყო,საკუთარ თავს ვერ გაექცევი
გორა
17:00 01-09-2021
1
ციციპასი ეხლახანს ცინცინატის მასტერსზე ზვერევმაც ამხილა მაგ წარამარა გასვლებთან დაკავშირებით - პატარა რაღაც ჩანთა გაქონდა თან და ზვერევმა მსაჯს უთხრა რომ ამ ჩანთით ტელეფონი გააქვსო, შეხედეთ მამამისი ამ დროს როგორ წერს და უგზავნის ტელეფონით შეტყობინებებსო - ასე რომ ენდი ამ შემტხვევაში არ ტყუის
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული