რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა კორდას დამარცხებით და რამდენს მიიღებს, თუ შემდეგ წრეშიც მოიგებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში გავიდა.

ჩვენებური აშშ-ის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ჩეხ სებასტიან კორდას დაუპირისპირდა, კორტების მასპინძელი კი ტრავმის გამო მეორე სეტში ქართველს დანებდა.

ამ წარმატებით ნიკოლოზმა 115 000$ უკვე გამოიმუშავა. იმ შემთხვევაში, თუ ის შემდეგ წრესაც გაივლის, დამატებითი 65 000$-ს მიიღებს.

ინფორმაციისთვის, ბასილაშვილს ძალიან გაუმართლა და მეორე წრეში ტიტულოვანი პაბლო კარენო ბუსტას ნაცვლად მაქსიმ კრესის დაუპირისპირდება.

24 წლის კრესიმ ნამდვილი სასწაული მოახდინა და რეიტინგში 151-ე პოზიციაზე მყოფმა, სეტებში ანგარიშით 0:2-დან კარენო ბუსტას თამაში შემოუტრიალა.

ეს
კი ჩვენთვის ბრწყინვალე ამბავია. თანაც კრესიმ კორტზე 3:32 საათი გაატარა, ძალიან დაიღალა... ჩვენებურს კი ბრძოლა არც დასჭირვებია.

ჩვენებური ამ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია და წესით, შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ცნობისთვის, წლევანდელი ამერიკის ღია პირველობაზე სარეკორდო საპრიზო ფონდია. ჯამური თანხა 57,5 მილიონია, რომელიც სხვადასხვა მოთამაშეზე გადანაწილდება, გამარჯვებული კი, არც მეტი და არც ნაკლები, 2 500 000$-ს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი რა - აღარ მოგბეზრდათ ამ კაცის დათარსვა?
ვაჟა მასწავლებელი
16:14 01-09-2021
7
ეგ ნახევარზე გაყავი! ცოლი წილში უზის!
ინკვიზიტორი
00:20 02-09-2021
1

სიახლეები პოპულარული