US OPEN. ბასილაშვილმა გრესი დაამარცხა და ისევ ამერიკელს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (39) ამერიკელი მაქსიმ გრესი (151) 2 საათსა და 12 წუთში დაამარცხა - 7:6, 6:3, 7:5, რომელმაც პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას (12) სენსაციურად 5 სეტში სძლია.

შეგახსენებთ, ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში ამერიკელი სებასტიან კორდა (45) იყო, რომელმაც ტრავმის გამო მეორე სეტში თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

ნიკოლოზი 1/16-ფინალში ასევე მასპინძელს დაუპირისპირდება - 24 წლის რეილი ოპელკას (24. სიმაღლე 211 სმ), რომელმაც დღეს იტალიელ ლორენცო მუსეტის (60) სამ სეტში სძლია.

ბასილაშვილისა და ოპელკას მატჩი 3
სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ოპელკა ძალიან გაძლიერდა ამ ბოლო დროს. ყველაზე მაღალი ჩოგბურთელია ატრ-ში. ტორონტოში მხოლოდ ფინალში წააგო მედვედევთან. ნიკასთვის მთავარი მისი მოწოდებების მიღება იქნება. თუ ეს მოახერხა შანსი მოემატება. წარმატებები ნიკას!!!
ჯუჯი
03 სექტემბერი 2021 07:34
0
ყოჩაღ ნიკა! წარმატებები ოპელკასთან!
დათო
03 სექტემბერი 2021 06:26
0
ბასილაშვილმა აქ წარმატებებს მიაღწიოს და ფეხბურთი არა ის კიდე..
თორნიკე
03 სექტემბერი 2021 01:24
0
… გენაცვალე ნიკა!!! ყოჩაღ, რომ ინციდენტის, რომელშიც მსაჯმა აშკარად მცდარი გადაწყვეტილენა მიიღო და მხარი დაუჭირა ამერიკელს, ხანგრძლივი კამათის შემდეგ არ დაკარგე წონასწორობა , შეძელი და დაუმტკიცე ყველას შენი სიძლიერე!!! ლამაზი თამაში და ღირსეული გამარჯვება!!! ოპელკას რაც შეეხება, ეისისტია იზნერის , რაონიჩის, კარლოვიჩის ტიპის!!! ხანგრძლივ გათამაშებებში სუსტია და შეგიძლია მისი გავლაც!!! წარმატებები!!!
დათო
03 სექტემბერი 2021 01:09
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული