US OPEN. ბასილაშვილმა გრესი დაამარცხა და ისევ ამერიკელს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (39) ამერიკელი მაქსიმ გრესი (151) 2 საათსა და 12 წუთში დაამარცხა - 7:6, 6:3, 7:5, რომელმაც პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას (12) სენსაციურად 5 სეტში სძლია.

შეგახსენებთ, ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში ამერიკელი სებასტიან კორდა (45) იყო, რომელმაც ტრავმის გამო მეორე სეტში თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

ნიკოლოზი 1/16-ფინალში ასევე მასპინძელს დაუპირისპირდება - 24 წლის რეილი ოპელკას (24. სიმაღლე 211 სმ), რომელმაც დღეს იტალიელ ლორენცო მუსეტის (60) სამ სეტში სძლია.

ბასილაშვილისა და ოპელკას მატჩი 3
სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
… გენაცვალე ნიკა!!! ყოჩაღ, რომ ინციდენტის, რომელშიც მსაჯმა აშკარად მცდარი გადაწყვეტილენა მიიღო და მხარი დაუჭირა ამერიკელს, ხანგრძლივი კამათის შემდეგ არ დაკარგე წონასწორობა , შეძელი და დაუმტკიცე ყველას შენი სიძლიერე!!! ლამაზი თამაში და ღირსეული გამარჯვება!!! ოპელკას რაც შეეხება, ეისისტია იზნერის , რაონიჩის, კარლოვიჩის ტიპის!!! ხანგრძლივ გათამაშებებში სუსტია და შეგიძლია მისი გავლაც!!! წარმატებები!!!
დათო
01:09 03-09-2021
1
ბასილაშვილმა აქ წარმატებებს მიაღწიოს და ფეხბურთი არა ის კიდე..
თორნიკე
01:24 03-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული