ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (39) ამერიკელ რეილი ოპელკასთან (24) 6:7 3:6 4:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
გულშემატკივარმა დაძაბული შეხვედრა იხილა, ნიკამ პირველ სეტში მეტოქის მოწოდება მე-3 გეიმში მოიგო, თუმცა მიღებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მე-4-ში დათმო. საქმე ლოგიკურ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი "ტყვიამ ფრქვევი" ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა და 7:5 იმარჯვა.
მეორე სეტიც იმავე ფორმატით დაიწყო, "ბასილამ" სტარტზევე 2:0 დაწინაურდა, თუმცა რეილიმ მეტოქის ჩაწოდების 3-ჯერ მოგება და 6:3 გამარჯვება მოახერხა.
მესამე სეტში კი ნიკოლოზს ფეხი მე-10 გადამწყვეტ სეტში დაუცდა და საბოლოოდ, ამერიკის ღია პირველობასაც გამოეთიშა.
ამრიგად, ოპელკა 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სამხრეთ აფრიკელი ლოიდ ჯორჯ ჰარისი (46) იქნება. მატცი ხვალ, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.