მეცის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 481 270 ევრო) მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას სამ სეტში სძლია - მატჩი 2:53 საათი გაგრძელდა.
პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 0:6 დათმო, მეორე 6:4 მოიგო, მესამეში კი ტაიბრეიკზე იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს სამედიცინო ტაიმ-აუტის აღება მოუწია.
ნიკოლოზმა პირველ წრეში იტალიელი ჯანლუკა მაგერი 6:3, 7:6 დაამარცხა, 24 სექტემბერს კი, მეოთხედფინალში, ფრანგ გაელ მონფილს შეხვდება, რომელმაც გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს ორ სეტში სძლია.
ბასილაშვილისა და მონფილსის მატჩი 20:00 საათზეა ჩანიშნული.
ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, ტექნიკურად გამართული ჩოგბურთი ითამაშა და არც ფორტუნას არ უმტყუნია.
მაგრა ვისიამოვნე! გმადლობ, ნიკა! ასე განაგრძე!