ბასილაშვილმა დრამატულ მატჩში გაიმარჯვა და მეცის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეცის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 481 270 ევრო) მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას სამ სეტში სძლია - მატჩი 2:53 საათი გაგრძელდა.

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 0:6 დათმო, მეორე 6:4 მოიგო, მესამეში კი ტაიბრეიკზე იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს სამედიცინო ტაიმ-აუტის აღება მოუწია.

ნიკოლოზმა პირველ წრეში იტალიელი ჯანლუკა მაგერი 6:3, 7:6 დაამარცხა, 24 სექტემბერს კი, მეოთხედფინალში, ფრანგ გაელ მონფილს შეხვდება, რომელმაც გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს ორ სეტში სძლია.

ბასილაშვილისა და მონფილსის მატჩი 20:00 საათზეა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ასეთი ბრწყინვალე ნიკა მე ჯერ არ მინახავს!
ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, ტექნიკურად გამართული ჩოგბურთი ითამაშა და არც ფორტუნას არ უმტყუნია.
მაგრა ვისიამოვნე! გმადლობ, ნიკა! ასე განაგრძე!
ბესო შიოშვილი
04:52 24-09-2021
0
ამ მოცემულობაში ნიკას თავისუფლად შეუძლია იყოს ტოპ-20 ში, ყველანაირი მონაცემი აქვს იყოს საუკეთესოთა შორის… წარმატებები ნიკოლოზ, წინ გაელ მონფის-სვიტოლინაა.
Musenbezi
10:32 24-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული