"ვიცი, იდიოტი ვარ, მაგრამ დახმარება მჭირდება" - ცნობილმა ჩოგბურთელმა საზოგადოებას მიმართა

AutoSharing Option
დიდი სლემის 3-გზის გამარჯვებულ ჩოგბურთელ ენდი მარის ბოტასები და საქორწინო ბეჭედი მოჰპარეს.

მარიმ განაცხადა, რომ სადილიდან სასტუმროში დაბრუნების შემდეგ შეამჩნია, რომ ბოტასები, რომლებიც მანქანაში ელაგა, მთლად ია-ვარდის სურნელს არ აფრქვევდა. ენდის ნომერს სასტუმროში აივანი არ ჰქონდა, ამიტომ ბოტასები გასანიავებლად ავტოსადგურზე, მანქანის ქვეშ დატოვა.

დილით, როცა ბრიტანელი მანქანას დაუბრუნდა, აღმოაჩინა, რომ ბოტასები აღარ იყო.

მოგვიანებით, მარის ფიზიოინსტრუქტორმა ჰკითხა, თუ სად ჰქონდა საქორწინო ბეჭედი და მაშინ გაიაზრა, რომ ისიც მოპარული გახლდათ, რამეთუ ჩოგბურთელი ბეჭედს თამაშის დროს ბოტასების თასმებზე ამაგრებს...

"დიახ, კარგად მესმის,
რომ იდიოტი ვარ. შეიძლება სულელურ იდეად გეჩვენებათ, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება. დაბრუნების სანაცვლოდ რა ჯილდო დავაწესო?" - დაწერა მარიმ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე და "ჰეშთეგში" ეს სიტყვები დაურთო: "ბოტასები", "იდიოტი", "დახმარება" და "კლოუნი".



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
წადი შენი
A
08 ოქტომბერი 2021 11:14
4
… დაუბრუნეს!!!
დათო
08 ოქტომბერი 2021 10:46
0
ვაიმეეეე, სადაა ჩემი ბოტასები?!
- ბეჭედი?!
- რა ბეჭედი ბიჭო, ბოტასები, ბოტასები სადაა??!!
aburjga
07 ოქტომბერი 2021 18:37
6
ამ კომენტარით გეტყობა არც შენ წყვეტ ვარსკვლავებს ციდან მაგრამ შეცდომა იქნება შენ მაგალლითზე თუ ვინმემ ჩვემზე ეგეთ 'განზოგადოებას' გააკეთებს.
გიორგი
07 ოქტომბერი 2021 16:51
4
ქართველებო, ამ ხალხთან და ამ ჯიშთან რა საერთო უნდა იპოვოთ, რომელიც ბეჭედეს ბოტასებზე იმაგრებს და სათამაშოდ ეგრე გადის?

რა საერთო გვაქვს ასეთნაირი რჯულის და ცნობიერების დასავლეთთან
ბენიამინიძე
07 ოქტომბერი 2021 16:35
54
ნეტა შენ რა , აი ეგ ვითომ არგუმენტი რა შუაშია?!
ზურა
07 ოქტომბერი 2021 17:18
2
აბა რა ღრუტუნები გვირჩევნია :))
jigari
07 ოქტომბერი 2021 16:59
9
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული