სამწუხაროდ, გუშინ, 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა.

დედოფალს სპორტი ძალიან უყვარდა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე ხშირად ჩნდებოდა.

ამ სტატიაში გთავაზობთ სპორტსმენებს, რომლებიც დედოფალმა "რაინდის" და "ბარონესას" ტიტულით დააჯილდოვა.

1) ალასტერ ქუკი - კრიკეტი

2018 წელს ალასტერ ქუკმა ელისაბედ მეორისგან ოფიციალურად "სერის" ტიტული მიიღო და იან ბოთჰემის შემდეგ გახდა კრიკეტის ისტორიაში მე-11 მოთამაშე, რომელმაც ეს წოდება დაიმსახურა.

2) მო ფარაჰი - მორბენალი, სპრინტერი

ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მო ფარამ რაინდის წოდება 2017 წელს მიიღო, მაშინ, როდესაც სპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა. "ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ინგლისი ჩემთვის სახლია, რადგან აქ 8 წლიდან ვცხოვრობ" - განაცხადა სომალელმა სპორტსმენმა.

3) კენი დალგლიში - ფეხბურთი

"ლივერპულის" ლეგენდარული ფეხბურთელი კენი დალგლიში რაინდის ტიტულის მფლობელი 2018 წელს გახდა. "სელტიკისა" და "ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი დაჯილდოვდა ფეხბურთში გაწეული ღვაწლის გამო.

4) ელენ მაკარტური - ნაოსნობა

ელენ მაკარტურმა ბარონესას წოდება 2005 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც დაამყარა რეკორდი ყველაზე სწრაფი მოგზაურობისთვის მსოფლიოს გარშემო. 28 წლის ასაკში ელენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი სპორტსმენი, რომელმაც აღნიშნული ტიტული დაიმსახურა.

5) პელე - ფეხბურთი

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ რაინდის ტიტული 1997 წელს მიიღო. როგორც ბრაზილიის მოქალაქეს, მას არ შეეძლო ამ წოდებით ესარგებლა იქამდე, სანამ ორმაგი მოქალაქეობა არ მიიღო.

6) ალექს ფერგიუსონი - ფეხბურთი

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა და 11-გზის პრემიერლიგის წლის საუკეთესო სპეციალისტმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, რაინდის წოდება 1999 წელს მიიღო.

7) ლუის ჰამილტონი - ავტოსპორტი

ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი ლუის ჰამილტონი ერთ-ერთი უკანასკნელი სპორტსმენია, რომელმაც "სერის" ტიტული მიიღო. 2020 წელს, როდესაც ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა და მიხაელ შუმახერს გაუთანაბრდა, რაინდის წოდება დაიმსახურა.

8) ენდი მარი (ჩოგბურთი)

3-გზის გრან-სლემის გამარჯვებული ენდი მარი რაინდის ტიტულით 2017 წელს დაჯილდოვდა, მას შემდეგ, რაც "უიმბლდონის" ტურნირზე გაიმარჯვა და მე-2 ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა.

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ბასილაშვილს ავსტრალიის ღია პირველობაზე ურთულესი მეტოქე ერგო
"კარიერის დასრულებას არ ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო დამჭირდება" - ენდი მარი უიმლდონზე მარცხით გულდაწყვეტილია [VIDEO]
რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...
შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა
"მაშინ მზად იყო 60 წლის პელესთვის კონტრაქტი მართლა გაეფორმებინა" - რონალდომ ლეგენდასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა
"პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!" - ხორხე ვალდანო
"როდესაც ვიგრძნობ, რომ დროა ასპარეზი ახალგაზრდა პილოტს დავუთმო, ამას მაშინვე გავაკეთებ" - ჰამილტონმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
ენდრიკმა პელეს მიღწევა გაიმეორა
გენიალური მაქს ფერსტაპენი - ნიდერლანდელმა "სუძუკაზე" პოულ პოზიცია არავის დაუთმო
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
ბასილაშვილის ყოფილი მწვრთნელი მარიმ 2 თვეში გაათავისუფლა - რატომ შეწყვიტა ენდიმ თანამშრომლობა იან დე ვიტთან
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ბრავო! - ენდი მარი "უიმბლდონზე" გამომუშავებულ თანხას მთლიანად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავს!
ინფანტინომ პელეს კუბოსთან სელფი გადაიღო - ფიფას პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს
პელე იმ ადგილზე დაკრძალეს, რომელიც 19 წლის წინ ამოირჩია
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
შეუძლებელია, შენ გასწვრივ ბასილაშვილის სახელის დანახვა გაგიხარდეს - მარი ნიკოლოზთან მატჩის შემდეგ
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი