ბასილაშვილი საკვალიფიკაციოდან დამწყები ამერიკელის წინააღმდეგ - "ინდიან უელსი" იწყება

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, თბილისის დროით 05:00 საათზე ნიკოლოზ ბასილაშვილი (34) "ინდიან უელსის" ტურნირზე ჩაებმება. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ისვენებდა, ახლა კი მისი მეტოქე 25 წლის ამერიკელი კრისტოფერ ეიბანკსი (194) იქნება.

29 წლის ქართველის მოწინააღმდეგემ ბელარუს ეგორ გერასიმოვს (101) სძლია, მანამდე კი საკვალიფიკაციო გზა გაიარა. ნიკოლოზისა და კრისტოფერის გზები 2019 წელს, ავსტრალიის ღია გათამაშებაში გადაიკვეთა, სადაც ბასილაშვილმა 3:1 იმარჯვა.

"ინდიან უელსის" საპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარია. შარშან ტურნირი არ გამართულა, უკანასკნელ გათამაშებაში "ბასილა" პირველივე წრეში დამარცხდა, ტურნირი კი ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა
მოიგო.

წყვილში გამარჯვებული კანადელ ფელიქს-აუჟერ ალაისიმს (11) ან ესპანელ ალბერტ რამოს ვინოლასს ( 48) დაუპირისპირდება.

ტურნირის მთავარ ფავორიტად რუსი დანიელ მედვედევი (2) მიიჩნევა.

altრეიტინგში დაწინაურებული ბასილაშვილი ოლიმპიადაზე მომგები იტალიელით იწყებს

altბასილაშვილმა დრამატულ მატჩში გაიმარჯვა და მეცის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული