ბასილაშვილმა ციციპასს ისტორიული მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ნიკოლოზი ციციპასს მესამედ შეხვდა, პირველად მოუგო და კარიერაში მეექვსედ დაამარცხა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელი. მან პირველად მოახერხა ათეულის წევრი მოთამაშის სეზონში ორჯერ ძლევა. ეს მისთვის ATP-ის მე-14 ნახევარფინალი იქნება.

ბასილაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) სძლია.

ნიკოლოზი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა (39) და ალექსანდერ ზვერევს (გერმანია,
4) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით წაიწევს წინ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 48 /
ლაივსქორის მეშვეობით ვგებულობდი მატჩის მიმდინარეობას. სირცხვილია და მეტი არაფერი, ქართველი კაცი მასტერსის 1/4 ფინალის მატჩს ატარებს, და არცერთი ტელევიზია არ აჩვენებს, გეგონება ასეთი რამით ხშირად ვიყოთ განებივრებული.სამაგიეროდ პოლიტიკით გაუჭეჭყეს ტვინი ხალხს, ტელევიზორის ჩართვა აღარ მოგინდება ადამიანს.
წარმატებები ნიკოლოზ, კიდევ ბევრჯერ გესახელებინოს საქართველო!
ქობულეთიდან
16 ოქტომბერი 2021 01:54
3
ამას წინათაც კითხულობდნენ გულშემატკივრები და მაშინ დავწერე,სად შევდიოდი,თუმცა აღმოჩნდა,რომ გაცილებით უფრო მოკლე გზაც ყოფილა და იმ გულშემატკივარს,ვინც ეს დაწერა,ახლაც მადლობას ვუხდი.უბრალოდ ძებნაზე დააყენეთ "სილქსპორტი" და ეგ არის.სილქ უნივერსალის ჩათვლით,სულ 4 არხია,ოთხივე სპორტული.წუხელ ძალიან კი მიჭედავდა,მაგრამ გაიმარჯვა და რაღას დავეძებ.საოცარი ბრძოლა იყო. ბოლოს,ორი ეისით დაასრულა ნიკამ.ფანტასტიკა!
სოსო
16 ოქტომბერი 2021 09:50
0
ჯიგარი ხარ, ნიკა!
გამარჯვება შვილს - ლუკასს მიუძღვნა.
არჩი
16 ოქტომბერი 2021 00:33
0
შენ გენაცვალე საქართველოს სიამაყე. ღმერთმა ყოველთვის ხელი შეგიწყოს.
ლომი
16 ოქტომბერი 2021 00:32
0
ვისაც სილქსპორტის არხები არ აქვს , ან სილქტივიზე ანდა სპორტპლუს ლაივზე შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე . სილქ უნივერსალი , როგორც წესი არ აჩვენებს .თუმცა მართალი ხართ , ასეთი დონის შეხვედრები სადაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობს , უნდა გაუშვა , რომ ყველამ უყუროს .
ATP 16
16 ოქტომბერი 2021 02:29
1
შენ გაიხარე ხალხის და შენი ვაჟკაცის გახარებისთვის. გილოცავს მთელი ერი. თურმე თბილისს არ ძინავს რაც ძალიან კარგია. ეს რახიტი ტელევიზიები ამდევ უვარგისს პოლიტიკოსად წოდებულ ხლამს რომ აჩვენებს მთელი დღე, ესეთი თამაშები რომ გადმოსცეთ დაგიჭერენ ?????????????????????
??????????????????????????????????????????????????????????????
16 ოქტომბერი 2021 01:16
2
უფლისგან და ერისგან დალოცვილი იყავი ნიკა, შენთვის ძვირფას ყველა ადამიანთან ერთად. რამხელა სიხარული მოგვანიჭე ამ რთულ დროში, როდესაც ასეთ სიმაღლეზე აიყვანე ჩვენი ბედკრული სამშობლოს სახელი - ღირსეული ქართველი ხარ და გამარჯვებები არ მოგეშალოს!
fani
16 ოქტომბერი 2021 01:41
0
ფინალში მინდა გნახო ნიკა , ის ზვერევი დაამარცხე თუ ღმერთი გწამს !
გიორგი ვარშავიდან
16 ოქტომბერი 2021 00:32
0
აბა, მოიმარჯვეთ კალკულატორი და თვალეთ რიცხვები :))
ნიკოლოზ, შენ გაიხარე ჩვენი გახარებისთვის. მრავალი გამარჯვება მომავალში და იმდენის გამომუშავება, რომ თვლაში დაგეღალოს მრავალი!!!
ყოჩაღი ოლეგი
16 ოქტომბერი 2021 00:29
0
ბრავოოოო ნიკააააა !!! ბრავოოო!!! საამაყო კაცი ხარ !!!
ATP 16
16 ოქტომბერი 2021 00:28
0
ბრავო ნიკოლოზ!!
Solo
16 ოქტომბერი 2021 00:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული