ინდიან უელსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა, რის შემდეგაც კორტზე და ტრიბუნებზე ნამდვილი ემოციების ზღვა ვიხილეთ.
ჩოგბურთელის გერმანელმა საცოლემ ნიკას გამარჯვების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა, ბასილაშვილმა კი კამერაზე ავტოგრაფის დაწერისას თავისი შვილის ლუკასის სახელი და გული დაწერა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბასილაშვილმა თქვა, რომ უკვე 1,5 წელია შვილი არ უნახავს, კორტზე კი როდესაც მასზე ფიქრობს, მშვიდდება.