ბასილაშვილი ფრიცს მეოთხედ შეხვდა და მეორედ დაამარცხა.
ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) და ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) სძლია.
ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი რეიტინგში 27-ე ნომერი გახდება.
ბასილაშვილი ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორის (26) შეხვდება, რომელმაც ბულგარელი გრიგორი დიმიტროვი (28) ორ სეტში დაამარცხა. ფინალი 17 ოქტომბერს თბილისის დროით 02:30 საათზე დაიწყება.
ინდიან უელსის მასტერსი ისტორიაში ამ ტურნირის სერიაში ნახევარფინალში ტოპ 25-ეულის არც ერთი წამომადგენელი არ გავიდა, რაც პირველი შემთხვევაა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.
ყოჩაღ ნიკა! ამ ქვეყანაში, ამ დაძაბულობის სა უამრავი პრობლემის ფონზე, შენი წარმატება გულს მალამოდ ედება.
დავუფასოთ ქართული დროშის ქვეშ თამაში. მადლობა ნიკოლოზ ჩვენი გახარებისთვის.