არის - ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ამერიკელ ტეილორ ფრიცი (39) 7:6, 6:3 დაამარცხა, რომელმაც მეოთხედფინალში ალეკსანდერ ზვერევს (გერმანია, 4) მოუგო. მატჩი 1 საათი და 43 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილი ფრიცს მეოთხედ შეხვდა და მეორედ დაამარცხა.

ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) და ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) სძლია.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი რეიტინგში 27-ე ნომერი გახდება.

ბასილაშვილი ფინალში ბრიტანელ კამერონ ნ
ორის (26) შეხვდება, რომელმაც ბულგარელი გრიგორი დიმიტროვი (28) ორ სეტში დაამარცხა. ფინალი 17 ოქტომბერს თბილისის დროით 02:30 საათზე დაიწყება.

ინდიან უელსის მასტერსი ისტორიაში ამ ტურნირის სერიაში ნახევარფინალში ტოპ 25-ეულის არც ერთი წამომადგენელი არ გავიდა, რაც პირველი შემთხვევაა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 37 /
გაიხარე ნიკოლოზ ჩვენი დილადრიანათ გახარებისთვის!შრომას და თავდადებას ყოველთვის მოაქვს შედეგი, და რაც ყველაზე მთავარია ხალხის სიყვარული მოაქვს,უფლის წყალობა გქონოდეს მუდამ.
გიორგი777
17 ოქტომბერი 2021 04:39
0
გენაცვალე ქართულ გულში ბასილ, ჯიგარი ხარ. ნორიც უნდა დაიდოს ბეჭებზე
საქართველო
17 ოქტომბერი 2021 04:36
0
არაჩვეულებრივია, საოცრად მომატებული აქვს, კორტზე მოძრაობს, სწრაფად გადაადგილდება და ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში. გარდასახვაც ამას ქვია. ღმერთი შენსკენ ნიკოლოზ. ხვალ ფინალის მოგებაც მოგველოცოს ყველა შენს გულშემატკივარს. ეჭვი არ მეპარება შენს გამარჯვებაში, რადგან ძალიან დამაჯერებელი ხარ, უმაღლესი კლასი, მგონი ეხლა შენი დროა.რაც შენ იწვალე, ნამდვილად დაიმსახურე, გაიხარე
ლევან მაღლაკელიძე
17 ოქტომბერი 2021 04:36
1
ნიკა მაგარი ადამიანი ხარ!!! ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ფინალიც იგივე შედეგით დაგემთავრებინოს. წარმატებები !!!
მალხაზი
17 ოქტომბერი 2021 04:30
0
აი შენ კი მართლა გენაცვალე კაცობაში!მაგარზე მაგარო!
თამაზი
17 ოქტომბერი 2021 04:29
0
არ მჯერა, ნუთუ ცხადია, სასწაული ხარ ნამდვილი, მადლობა და გაიხარე, ერთი ეს ფინალიც მივახრჩოთ აბა შენ იცი
???????????????
17 ოქტომბერი 2021 04:26
0
ნიკა ნამდვილი ერის სახე ხარ, გილოცავ და გაიხარე, ერთი ფინალიც და ეგ არის, წარმატებები
მადლობა მაგარ კაცს
17 ოქტომბერი 2021 04:24
2
რაღაცაც არ მახსოვს ამ ერის სახეს ფემინისტკები და ჩვენი მაგარი მთავრობა რო ჩაგრავენ მხარდამჭეწრი მიტინგები რომ გაემართთ ხალხს @
ზურა222
17 ოქტომბერი 2021 05:46
0
ცოტაცა, ცოტაცა და ეგ არის. გილოცავ და ყველა ქართველს ვულოცავ, მადლობა , ცოტა დაგვრჩა კიდევ არნახულ სიხარულამდე............
გიო
17 ოქტომბერი 2021 04:21
0
არის სასწაული, ნიკა შენ გაიხარე თითოეული ქართველის გახარებისთვის, რაღაც სასწაულ ფორმაში ხარ, გილოცააააააავ
სტალინი
17 ოქტომბერი 2021 04:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული