ბასილაშვილმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე სეტში 2:1 დაწინაურდა, ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ შემდეგ შეცდომების დაშვება დაიწყო და სამწუხაროდ, დამარცხდა.
ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29), ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) და ამერიკელ ტეილორ ფრიცს (39) სძლია.
ბასილაშვილი პირველად გავიდა 1000-იანი მასტერსის ფინალში და ტურნირზე მისი ასპარეზობა უდავოდ წარმარტებულად უნდა ჩაითვალოს. ნამატჩევს მან მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ მარტში დაბრუნდება.