ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინდიან უელსის" ტურნირის ფინალში ქემერონ ნორისთან წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მესამე სეტში თამაში ჩემთვის ძალიან რთული გახდა. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. ვეცადე, კორტიდან გავსულიყავი, ცოტა ამომესუნთქა, თუმცა ეს ფიზიკური დისკომფორტი ვერ დავძლიე. წინა მატჩებშიც მაწუხებდა, მაგრამ მესამე სეტში უკვე გაუსაძლისი იყო. არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი.

ქემერონზე მინდა ვთქვა, მენტალურად ძალიან ძლიერი იყო და დაიმსახურა მოგება. განსაკუთრებით, მეორე სეტში, როცა უკუბრეიკი შეასრულა. მეორე სეტში ვერ ვიპოვე გზა, როგორ მომეგო მისთვის. ბექჰენდზე კარგად თამაშობდა და მის დასაჩაგრად დარტყმებში ძალიან დიდი ენერგიის ჩადება მჭირდებოდა, რაც არ შემეძლო. მაგრამ რაღას ვიზამ, არა უშავს...

ამ კვირის შემდეგ შინ გამოცდილება მიმაქვს. კარგი ჩოგბურთის თამაში შემიძლია, სეტითა და ბრეიკით წინ ვიყავი, ვუგებდი და შემდეგ... არ ვიცი...

გავაგრძელებ შრომას, გავაგრძელებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ვეცდები, კარგად ვითამაშო და აქ მიღებული გამოცდილება მომავალ ტურნირებში აუცილებლად გამომადგება", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

დათო
… ნიკა ამბობს, რომ ჰქონდა ჯანმთელობის პრობლემა, კერძოდ სუნთქვის!!! ეს პრობლემა დაეწყო მეორე სეტში!!! იგივე პრობლემა ჰქოდა ატპ 250 სან დიეგოში, სადაც სამედიცინო ტაიმ- აუტი მოითხოვა!!! ასეთ დროს, როდესაც ე.წ. “ დიხანია” არ მოგყვება, ძნელია შენი მაქსიმუმი აჩვენო!!!
სოსო
ნიკა თამაშით,ძალიან კარგად თამაშობს.მისი პრობლემა სტაბილურობაშია და თუ მთელი შეხვედრა სტაბილურად მობილიზებულმა ჩაატარა,მას პრაქტიკულად მსოფლიოს თითქმის ყველა ჩოგბურთელის დამარცხება შეუძლია.ეს ჩვენც ვნახეთ,თვითონაც იცის და მომავალში მეტი წარმატებების იმედიც მაქვს.
ჩემი აზრით
ასე მგონია უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემა დაემართა მეორე სეტის ბრეიკის მოგების შემდეგ.რომ წარმოიდგინა 1,2 მილიონი მოგება ნერვებმა უმტყუნეს.ფაქტურად ეს თამაში ნიკამ ძალიან ელემენტური შეცდომების გამო წააგო.
თენგაბი
ჩემი ცოდნა ჩოგბურთში მოყვარულის დონეზე ვერ ცდება, მხოლოდ ჩოგნის, ბურთის და კორტის იქით არ მიდის, მაგრამ რაც დავუკვირდი, როცა ნიკა ფსიქოლოგიურად მტკიცედ არის და ბურთის ხანგძლივ გათამაშებაში ერთვება, თითქმის ყოველთვის მოგებულია. ამ გათამაშებაში ყოველთვის ჩნდება მომენტი, როცა შეტევა მოსახერხებელია და წარმატებას აღწევ, ან მეტოქე უშვებს შეცდომებს. პირიქითაა, როცა ნიკოლოზი ჩქარობს, მოუმზადებლად უტევს და ბევრ შეცდომებს უშვებს. ერთი სიტყვით პრობლემა ბრძოლის წარმართვის ტაქტიკაშია. სასურველია ფიზიკური მომზადების გაზრდა. ტექნიკა ისედაც აქვს და წარმატებული თამაში ფსიქოლოგიური სიმყარის გარანტიაცაა
ჯუჯი
რა თქმა უნდა შეეძლო მეორე სეტის მოგება, უკუბრეიკი რომ არ დაეშვა ნიკას, მაგრამ სამართლიანობისათვის უნდა ითქვას რომ მორიმ შეწყვიტა შეცდომების დაშვება გრძელი გათამაშებების დროს და საერთოდ თამაშობ ისე როგორც მოწინააღმდეგე გათამაშებს. ნორიმ მოუმატა, ნიკა დაიღალა და საკუთარი ძალაც ვეღარ ირწმუნა.
Alabama
გინდ მოიგე გინდ წააგე ნიკ ოღონდ ფორმა არ დააგდო, ფინალში იყავი სულ
ვაჟა მასწავლებელი
ევრონიუსზე იყო ასეთი კომენტარი: "მოულოდნელი გამარჯვება", სადაც ითქვა, რომ ნიკამ 44 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ანუ ნიკამ 44 : 4 = 11 ქულა და თითქმის 2 პარტია აჩუქა ინგლისელს - რომელიც ვერ მიხვდა რა ხდებოდა ისე მოიგო თამაში.
ALONZO
ფინალის წაგება საშინელებაა. ნიკა ძლიერი ჩოგბურთელია, მაგრამ მერწმუნეთ დიდი სლემის ტურნირებზე წარმატებას ვერ მიაღწევს.4-5 სეტიან თამაშებს ვერ უძლებს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.500 და 1000 ქულიან ტურნირებს უნდა მიაწვეს მხოლოდ
დათო
…100%-ით გეთანხმებით!!!
ვაჟა მასწავლებელი
ნიკა გამაგრდი, რაც გააკეთე კარგი იყო! მოწინააღმდეგემ რაც ქულები მოიპოვა იმის ნახევარი ნაჩუქარია 0,5 - 3 სმ სიშორის აუტებით - მხოლოდ იგერიებდა შეტევებს. ვისაც არ ჯერავს კიდევ ერთხელ უყუროს თამაშის ჩანაწერს. ასე სხვა დროს აღამ მოხდება - ნიკამ ჩვენზე კარგად იცის ეს!
მამუკა
ვისაც ჩოგბურთი გითამაშიათ ალბათ დამეთანხმებით რომ ასეთი თამაშები არ უნდა წააგო, თან ასეთ მოწინააღმდეგესთან, ერთი თავით მაღლა იდგა ნიკა, ბრიტანელი მთლიანად მოშლილი იყო, რუსული გამოთქმაა «надо было его добыть», ტრიბუნაზე მსხდომი ქართველებიდან ეტყობა ვერავინ ვერ ერკვეოდა ჩოგბურთში, მაგ დროს "დავაი ნიკას" ძახილი კი არ უნდოდა ვიღაცას უნდა ეკარნახა რომ რაც შეიძლება დიდხანს დაიჭიროს ბურთი გათამაშებაში და ბრიტანელი თვითონ დაუშვებდა შეცდომას, ნიკა კიდე პირიქით ცდილობდა რომ რაც შეიძლებოდა მალე აეღო ქულა და უამრავ შეცდომს უშვებდა, ფაქტიურად ხუთიდან ოთხი ბურთი იყო აუტში, არა და სანერვიულო და საჩქარო არაფერი არ იყო, ბრიტანელი აგებდა და მას ჰქონდა გასარისკი, ნიკას უბრალოდ მართებდა ბურთის დაჭერა და კიდევ როგორ ვერავინ ვერ დაუძახა რომ მარჯვენა ხელზე ეთამაშა, ხო აშკარად ჩანდა რომ უჭირდა ბრიტანელს მარჯვნიდან თამაში.ჩოგბურთელისთვის ძნელია ამ ყველაფრის დანახვა, მაგრამ გარედან ყველაფერი კარგად ჩანს, საინტერესოა რას აკეთებდნენ ამ დროს მწვრთნელები
KOSTAKURTA
რა ბაქჰენდები,VINNE-რსები და ლონგ-ლაინები ჩაუსვა პირველ სეტში! აშკარად კარგი პროგრესი აქვს მარჯვენა, მარცხენა და ორივე ხელით ძალისმიერი თამაშით.ჩაწოდებებზე ორმაგი შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანა.მაგრამ აშკარად ამხელა მარათონის შედეგად გადაიღალა და საკმაოდ ბევრი დაუშვებელი უხეში შეცდომების ხარჯზე, ნოირრეს გაუმართლა და მიითვისა გამარჯვებაც. და მე-3 სეტში უკვე მენტალურად დათმო ბრძოლა.ეხლა უკვე ასეთი აგრესიული და რაციონალური თამაშით თვით ჯოკოვიჩებსა და ნადალებსაც გაუყენებს გასახდელისაკენ გზას.ეგრე, ბოლომდე ნიკა! წინ,დიდი სლემისაკენ!!!
lolo
ინტელექტუალური სპორტსმენი ხარ და სულ წარმატებები
jiha
დიდი წარმატება იყო ფინალში გასვლა, სიამოვნება მივიღე მასთერსზე ნიკას თამაშით, ვულოცავ და ასე გააგრძელოს, მომავლისთვის დიდი პოტენცია დავინახე...
გიორგი.
არ შედრკე ნიკა, ჩვენ ყველანი, შენთანა ვართ.
შოთა
ზოგადად მეორე მესამე სეტს უფრო უკეთ თამაშობს ხოლმე მაგრამ ფრიტცთან რო მეორე სეტში ძალიან გაუჭირდა მაშინვე მივხვდი რაღაცაში რო იყო საქმე და აქაც ბოლომდე არეყო ძალები, თურმე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. არაუშავს, წარმატებები ნიკოლოზ
ATP 16
არაუშავს ბასილ , ყველაზე მთავარია რომ იყო ჯანმრთელი , დაისვენო , გაანალისო ამხელა პოზიტივიც და ის მცირედი ნეგატივიც , ის რაც არ გვკლავს გვაძლიერებს და მჯერა , როგორც ნადალთან ამერიკის ღია პირველობაზე შეხვედრის შემდეგ , მენტალურად დიდი აფეთქება მოხდა შენში , ისევე მოხდა ამ ფინალის მერეც . შენ უკვე მოიპოვე , იმ გულშემატკივრების ნდობა და სიყვარული , რომლისთვისაც მთავარი ის არ არის , ტურნირებს მოიგებ თუ არა , მთავარია ტომ გყავს ძალიან დიდი ჭეშმარიტი გულშემატკივრების არმია , რომლებსაც მართალი გულით უყვარხარ . " თუმცა ტურნირების მოგება არ გვწყინს , თითქმის შენსავით გვიხარია " . წარმატებები ბასილ , მალე დავბრუნდებით გვჯერა .
ჟორა გაბრიჭიძე
დიდებული შედეგია, ყველაფერი ერთდროულად არ მოდის. დღეს ფინალში იყავი, ხვალ ფინალს მოიგებ და ასე წახვალ მწვერვალისაკენ. გაიხარე, ძალიან გაგვახარე.
გიორგი
თავმდაბალი და მშრომელი ადამიანია. რაც მთავარია პიროვნულად კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. პირველ რიგში ამიტომ ვუსურვებ წარმატებებას ვხოვრებაში!
ყოჩაღ
წარმატებები ნიკას
დათო
…განაცვალე ნიკა!!! შენ გმირი ხარ!!! ყველაზე პრესტიჟული მასტერსის ფინალში ითამაშე!!! ზუსტად ასე ვფიქროდი რასაც წერ, მეორე სეტში თუ დაამთავრებდი , თორემ მესამეშო უკვე ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ მოგცემდა!!! რაც შენ ენერგია დახარჯე წინა თამაშებზე, ნორისგან განსხვავებით , შენებური ბრძოლის საშუალება არ მოგცემდა!!! ყველაფერი კარგადაა, ძალიან გაგვახარე!!! ❤️
ბათუ
გაიხარე და წარმატებები ყოველ თამაშში და რაც მთავარია პირად ცხოვრებაში.
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს
სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
"კვარა"? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ" - რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ