ნიკოლოზ ბასილაშვილთან "ინდიან უელსის" ფინალის წინ ბრიტანელ კამერონ ნორის სამი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი დაეკარგა და კინაღამ ფეხშიშველს მოუწია თამაში. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა და ახალი ფეხსაცმლით გავიდა კორტზე, რამაც გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა.
ტურნირის დაწყებამდე სპორტული ფეხსაცმელი, რომლის თასმებზე ნიშნობის ბეჭედი იყო მიმაგრებული, ენდი მარეის დაეკარგა, თუმცა შემდეგ იპოვეს.
"ფეხსაცმელს ყოველდღე კარადის თავზე ვტოვებდი. როგორც ჩანს, დამლაგებელმა ან ვინმე სხვამ ჩემი სამი წყვილი ფეხსაცმელი გადაყარა.
მთელი დღე ვეძებდი, ძებნაში ყველა ჩავრთე. არ ვიცი, ხალხს რა აქვს ბრიტანელთა საწინააღმდეგო, რომ
ფეხსაცმელებს გვპარავენ. კორტზე ახალი ფეხსაცმლით გასვლა მომიწია. გამიჭირდა.
საბედნიეროდ, ფეხსაცმელთან ერთად ნიშნობის ბეჭედი არ იყო და არ დამიკარგავს. ეს პლუსია (იცინის).
ამიტომ წავაგე თუ არა პირველი სეტი? არა, არ მგონია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, მიყვარს იმ ფეხსაცმლით თამაში, რომლითაც უკვე 5-6-ჯერ ვივარჯიშე, ფეხზე უფრო მორგებული მაქვს და პრობლემას არ მიქმნის.
თავიდან მოხერხებულად ვერ ვგრძნობდი თავს, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ უნდა მივჩვეულიყავი. თამაშისას ფეხსაცმელი გაგანიერდა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა", - ციტირებს ნორის bnpparibasopen-ი.