ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-18 ჩოგანი დაამარცხა და მე-7-ს დაელოდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის 500-იანი ტურნირის პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას 3 სეტში სძლია - 7:5, 4:6, 6:3.

თამაში საკმაოდ თანაბარი გამოდგა, თუმცა ნიკოლოზმა გადამწყვეტ მომენტში კონცენტრაცია მოიკრიბა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს აჯობა.

პირველი სეტი ბასილაშვილმა ბოლო, მე-12 გეიმზე ბრეიკით მოიგო - 7:5. იქამდე ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებას იცავდნენ.

მეორე სეტში 4:4-ზე ესპანელმა ქართველს მოწოდება წაართვა, თუმცა მე-10 გეიმში ნიკას 3-მაგი ბრეიკ-პონტი ჰქონდა. სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა და 4:6.

ბოლო, მესამე სეტის მე-8 გეიმში ნიკოლოზმა 2-დან 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მე-9 გეიმი საკუთარ მოწოდებაზე
მშრალად მოიგო და შეხვედრაშიც გაიმარჯვა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგან მატეო ბერეტინისა და ალექსეი პოპირინს (77) შორის გამარჯვებული იქნება...

მკითხველის კომენტარები / 12 /
მაგარი ხარ, ზურგის ქარი და იღბალი შენს სპორტულ ცხოვრებას. მაგარი ხარ, ჩოგბურთი ყველაზე კარგად აჩვენებს დღეს სპორტსმენს, ერთგვარად სუმოისტის გამოცდას გავს, არ გაჩერებენ წლის განმავლობაში, უნდა დაამტკიცო ვინ ხარ და სადამდე ქაჩავ.
beso
08:50 26-10-2021
0
… სამი საფეხურით წაიწია წინ და გახდა ატპ 22!,,
დათო
22:11 25-10-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული