მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს, 25 ოქტომბერს, ვენის Erste Bank Open-ის პირველ ტურში ითამაშებს.
ნიკოლოზს ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე შეჯიბრებაზე საკმაოდ რთული ბადე შეხვდა - პირველ წრეში მსოფლიოს მე-18 ჩოგანს, ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას, მისი დამარცხების შემთხვევაში კი მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება. აი შემდეგ... შემდეგზე შემდეგ ვწეროთ...
ნიკა კარენო ბუსტას კარიერაში მხოლოდ ერთხელ შეხვდა - 2018 წლის ჰამბურგის ქართველისთვის ტრიუმფალურ ტურნირზე ესპანელს 1/4-ფინალში სძლია - 7:6, 6:4.
შარშან ბასილაშვილი ვენის ტურნირს საშინელ ფორმაში შეხვდა და შედეგიც შესაბამისი დადგა
- ნიკოლოზი პირველივე წრეში მსოფლიოს 104-ე ჩოგან ნორბერტ გომბოშთან 2 სეტში დამარცხდა. შესაბამისად, წელს დასაცავი ქულები უკვე დაიცვა.
რაც შეეხება ვენის ტურნირს, ის 500-იანთა კატეგორიისა. შეჯიბრების სრულის საპრიზო თანხა 1,837,190 ევროს შეადგენს, ხოლო გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
მოგეხსენებათ, 2021 წლის ტურინში გასამართი შემაჯამებელი ტურნირისათვის ATP-მ რეიტინგის დათვლის სპეციალური წესი შექმნა და მის მიხედვით ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-15 ჩოგანია. საუკეთესო 8-ში მოხვედრა ძალიან რთული ამოცანაა, თუმცა ნიკამ "ინდიან უელსის" მასტერსზე გვაჩვენა, რომ მცირე სასწაულების მოხდენა შეუძლია და თუ ვენასა და პარიზში იმავე რიტმში განაგრძობს, არაა გამორიცხული, ბასილაშვილი ყველაზე პრესტიჟულ "კოლექტივში" ვიხილოთ...