ვენის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (25) იტალიელ მატეო ბერეტინისთან (7) 7:6, 2:6, 3:6 დამარცხდა. მატჩი 2 საათი და 8 წუთი მიმდინარეობდა.

ბასილაშვილი ბერეტინის მეექვსედ შეხვდა და მეოთხედ დამარცხდა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზმა პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას (18) სძლია.

მეოთხედფინალში ბერეტინი ესპანელ კარლოს ალკარასს (42) დაუპირისპირდება, რომელმაც ბრიტანელ ენდი მარის (156) ორ სეტში მოუგო.

ირაკლი
ეისები კარგია მარა თამაშის სანახაობრივ მხარეს აგდებს.მე მაინც ნიკას თამაშის ყურება მირჩევნია
დათო
… 22 ეისი თითქმის 6 გეიმია, ანუ სეტი!!! ძნელია, როდესაც გინდა უყურო ლამაზ ჩოგბურთს და ამ დროს ეისები არ გაძლევს ამის საშუალებას!!! მაგალითდ, ივო კარლოვიჩი მეტოქის ჩაწოდებაზე მიღებაზე არ იწუხებს თავს, კონცენტრირებული მხოლოდ თავის ჩაწოდებაზე!!!
გივი
ნიჩევო ნიკო, კარგი ტრაექტორიით მიდიხარ, ესაა მთავარი!
დათო
…ნიკა ეისებით არასდროს არავის ჩაგრავდა, აი ნიკას მოწინააღმდეგეებს კი ნიკასთან ეხსნებათ ეისომანია!!! პოპირინთან 11 ეისი ჰქონდა ბერეტინის!!! ნიკასთან 22!!!! ტეილორ ფრიტცს ნიკასთან ერთ-ერთ შეხვედრაში 29 ეისი ჰქონდა!!! ანუ ტენდენცია არის ისეთი, რომ მხოლოდ ეისებით მოიგონ მატჩიი!!! იკარგება კომბინაციური ჩოგბურთი, უკვე დაკარგულია ბადესთან თამაში და შეიძლება მივიღოთ ჩოგბურთი მხოლოდ ჩაწოდება!!! ნადალი უკვე სერიოზულად სვამს საკითს, ერთი ჩაწოდების შესახებ!!!
ზურა
როდესაც ნიკა სხვებს ჩაგრავდა ეისებით მაშინ კი მოგვწონდა, ასეთი მძიმე მოწინააღმდეგე ჰყავდა და უნდა ერბენინებინა ერთი კუთხიდან მეორეში, ნიკა კი ჯიუტად ერთ მხარეს უგზავნიდა ბურთს. მერე შთაბეჭდილება დამრჩა რომ მეორე სეტში დასვენება გადაწყვიტა, მაშინ როდესაც ბერეტინი ფსიქოლოგიურად დაჩაგრული იყო, მესამე სეტში ბერეტინიმ ინერციით გააგრძელა სტაბილური თამაში და თამაშის გადარჩენის შანსიც დაკარგა.
დათო
… ცოტა ხანში ATP გახდება NBA!!! ორი ტანმაღალი ჩოგბურთელი , მხოლოდ ჩაწოდების ხარჯზე დაამთავრებს სეტებს და მატჩს!!!! მოიგებს ის ვინც ნაკლებ ჩაწოდებას გააფუჭებს!!! სწორს წერს რაფა, დგას იმის საშიშრიება, რომ ჩოგბურთი დაკარგავს თავის შარმს!!!რომ ეისისტები დაღუპავენ ჩოგბურთს, რომ. ცოტა ხანში, ჩოგბურთი მხოლოდ ჩაწოდება იქნება!!! ამიტომ კარგი იქნება თუ მონაწილეს 1 ჩაწოდების უფლებას მისცემ, მე სიახლეების მომხრე ვარ, ვფიქრობ, პატარ-პატარა ტურნირებზე ეს სიახლე უნდა დანერგონ" - განაცხადა რაფამ!!!
არჩი
სრული ჭეშმარიტებაა. მაღალი ჩოგბურთელებისთვის - ბოლო დროს ასეთები დომინირებენ, დიდი უპირატესობაა ჩაწოდება. მეორე სეტიდან ბერეტინი ისე აწოდებდა, მანქანა ვერ გამოუშვებდა ასე ბურთებს. ჩოგბურთის მიმზიდველობა იკარგება.
ATP 16
რამდენი წელა ჩოგბურთს ვუყურებ და ესეთი ერთფეროვანი არასოდეს ყოფილა . ნიკას მარტო იმიტომ კი არ ვგულშემატკივრობ , რომ ქართველია , მისი სათამაშო სტილი არის სასიამოვნო საყურებელი . უბრალოდ პირველი მოწოდება , რომ დაასტაბილუროს , აწოდონ ეისები რამდენიც უნდა . არა უშავს , მიდი ნიკა მასე გააგრძელე , 7 ჩოგანთან რომ ქაგება აღარ გვსიამოვნებს , ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს , წარმატებები !!
დავითი
ნიკას ძალიან აქვს მომატებული ჩოგბურთის სხვადასხვა ელემენტებში,მაგრამ, სამწუხაროდ,მოწინააღმდეგე ჩოგბურთელის თამაშის მეტი ანალიზი უნდა გააკეთონ მან და მისმა გუნდმა .ბერეტინი არა არის უნაკლო ჩოგბურთლი,მას აქვს თავისი სუსტი მხარეები.მისი ბექჰენდი არ არის უნაკლო,მისი დამოკლებული დარტყმა ხშირად ბადეში ეხვევა,ბადესთანაც შეცდომებს უშვებს.მე ხშირად მინახავს როგორ ეთამაშება ჯოკოვიჩი ასეთი ყაიდის მოთამაშეებს,ის ელოდება თავის შანსს და უსტაბილურესია თავის მოწოდებაზე,ხშირად ტაიბრეიკამდე მიდის საქმე ,სადაც უფრო მეტი შანსი აქვს.ხშირად მიუტანია ჯოკოვიჩს საჩვენებელი თითი საფეთქელთან ანუ ჭკუით მოვიგე ეს გათამაშებაო მიუნიშნებია.ჯოკოვიჩი საუკეთესო მიმღებად ითვლება ტურში,დარწმუნებული ვარ,რაც ნიკამ ეისები გაატარა,იმის ნახევარს ნოვაკი უკან დააბრუნებდა,ხანდახან ინტუიციით ხვდება საით ჩააწვდის მოწინააღმდეგე და წინასწარ ნაბიჯს დგავს იმ მხარეს.როგორ შეძლო ჯოკოვიჩმა ფედერერისა და ნადალის დამარცხება?თავიდან მათთან სულ აგებდა,მაგრამ შეძლო მათი სუსტი მხარეების დანახვა,მაგალითად,ტვირთავდა მათ ბექჰენდზე.ფედერერს სულ ბექჰენდზე ეთამაშებოდა და ისიც იწყებდა შეცდომების დაშვებას.რა ჯოკოვიჩს არ შეუძლია მუდმივად ბურთის უკანა ხაზთან დასმა? რა თქმა უნდა შეუძლია,მაგრამ ხშირად მოკლე დარტყმებს ახორციელებს,იტყუებს მოწინააღმდეგეს ბადესთან,ხშირად ცვლის ტემპს,რიტმს,დარტყმის სიძლიერეს და ამით მოწინააღმდეგეს რიტმიდან აგდებს.ბერეტინის სასწაული სიძლიერის ფორჰენდი აქვს,არ უნდა აყვე მას ფორჰენდების გათამაშებებში,ტიპი ფიზიკურად მხეცია,ვერ მოუგებ ასეთ გათამაშებაში,ვერც დაღლი სამსეტიან ფორმატში.ხუთსეტიანში ისიც დაიღლება და დაიწყებს შეცდომების დაშვებას.პირველი სეტი ნიკოლოზმა იდეალურად ჩაატარა,ასე უნდა ეთამაშა ამის შემდეგაც.ჰქონდა მას კარგი შანსი მეორე სეტის პირველ გეიმში,მაგრამ ვერ გამოიყენა.ბერეტინის ბევრი ბრეიკი ჰქონდა მეორე სეტში,რაც იმის მანიშნებელია რომ ნიკა თავის მოწოდებაზე აღარ იყო სტაბილური,ბერეტინისთან საკუთარი მოწოდების წაგება,სეტის წაგებას ნიშნავს.მეტი ჭკუა და ეშმაკობაა საჭირო მასთან თამაშის დროს,არ არის ის დაუმარცხებელი,ბევრი ნაკლი აქვს თამაშში.მაგრამ ამ ყველაფერს გამოყენება და რაც მთავარია შესრულება უნდა,რაც ურთულესია.იმიტომ არის ჯოკოვიჩი საუკეთესო რომ ეს შეუძლია.მაგრამ როცა მოწინააღმდეგე უნაკლო ჩოგბურთს თამაშობს ისიც კი უძლურია,ამიტომაც აქვს წაგებული ვავრინკასთან დიდი სლემის ორი ფინალი,მას უბრალოდ ნაკლი არ ჰქონდა,თამაშობდა იდეალურად და იდიალურად მოთამაშე ვავრინკასთან ვერაფერი გააწყო.ვავრინკამ უბრალოდ დაჩაგრა ყველა კომპონენტში.
სტალინი
ეისი ხომ ჩოგბურთი არ არის, გაფუჭდა თამაში, 22 ეისი 22 ქულაა, თამაშში ჩახადა ნიკამ, წესებია ნაღდად შესაცვლელი, ერთი ჩაწოდება და მისი ჯანი, ბარემ სტენკა ითამაშონ..........
ლევან მაღლაკელიძე
ეისიც საჩოგბურთო ელემენტია და მაგასაც პროფესიონალიზმი უნდა, უბრალოდ ნიკალა ასეთი ჩაწოდებებისთვის მზად არ აღმოჩნდა. ამ კომპონენტსაც დახვეწს ალბათ და კიდევ რაღაც ახალი კომპონენტი უნდა დაამატოს მე მგონი
სოსო
მეორე სეტიდან ბერეტინის ჩაწოდება წაუვიდა და ნიკამ ვერაფერი მოუხერხა.ბურთი ზოგჯერ 217 კმ/სთ სიჩქარით რომ მოფრინავს,ძნელია რეაგირება მოასწრო.გრძელ გათამაშებაში,თითქმის ყოველთვის ნიკა სჯობნიდა,მაგრამ 21 მარტო ეისი აიღო იტალიელმა და მეორე დარტყმითაც უამრავი ქულა აიღო.ნიკამ ცუდად ითამაშაო,ვერ ვიტყვით,სხვა კომპონენტებში თუ არ სჯობდა,არც არაფერი დაუთმია მეტოქისათვის.ზოგჯერ რომ არ ეჩქარა,ალბათ უკეთესი იქნებოდა.
დათო
… სწორს წერს რაფა, რომ ეისისტები დაღუპავენ ჩოგბურთს, რომ. ცოტა ხანში, ჩოგბურთი მხოლოდ ჩაწოდება იქნება!!! ამიტომ კარგი იქნება თუ მონაწილეს 1 ჩაწოდების უფლებას მისცემ, მე სიახლეების მომხრე ვარ, ვფიქრობ, პატარ-პატარა ტურნირებზე ეს სიახლე უნდა დანერგონ" - განაცხადა რაფამ!!!
მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!