"სადმე შეიძლებოდა რომ შეშლოდა, ყველგან შეეშალა... რაც ყველაზე უპატიებელია, ცემდეს ჩოგნით საკუთარ ოჯახის წევრს..." - დოროყაშვილი ბასილაშვილის ვიდეოს ეხმაურება

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი დღეს "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.

როგორც იცით, მმართველი პარტიის Facebook გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი არჩევნების მეორე ტურში თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

აღნიშნული დოროყაშვილს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მან შემდეგი რამ დაწერა:

"ცხოვრება საინტერესოა... ადამიანებს გვაქვს გარკვეული ნორმები და წესები, რითაც ვარეგულირებთ ერთმანეთთან ურთიერთობებს, ვიცავთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის ინტერესებს, ასევე არის ნებისმიერი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როდის არის საუბრის დრო, როდის თავშეკავების და ზოგადად რა
როგორ ხდება ელემენტარული ნორმები.

მითუმეტეს როდესაც სახელმწიფო იძახის რომ მიდის ევროპისა და ამერიკისკენ, გვესაუბრება დასავლურ ღირებულებებზე, ამ დროს ზიმბაბვესავით არ უნდა მოქმედებდეს. ადამიანი ბრალდებულია მეტად სამარცხვინო საქმეებზე, ლაჩრულ და არაკაცურ ქმედებებში, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მის წინააღმდეგ, თან 1 კი არა 4 სხვადასხვა დავა, მათ შორის, 1 ყოფილ ცოლთან და 2 საკუთარ ღვიძლ შვილთან, 6 წლის ბავშვთან.

ასეთ დროს ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოხელეები და პარტიები ევროპასა და ამერიკაში ცდილობენ იყვნენ მეტად თავშეკავებულები და არ იყენებენ ბრალდებულებს 4 სხვადასხვა სასამართლო პროცესით სხვადასხვა მხარეებთან თავიანთ პიარ და საარჩევნო კამპანიაში. სულ რომ უყვარდეს ადამიანს ეგ სპორცმენი და გულშემატკივრობდეს ელემენტარულად თუ აზროვნებ კითხვები უნდა გაგიჩნდეს რომ რამდენად ცუდი ტიპია და რამდენად საეჭვოა მისი კეთილსინდისიერება როდესაც ადამიანს თუ კი სადმე შეიძლებოდა რომ შეშლოდა, ყველგან შეეშალა და სხვადასხვა ადამიანებთან, სულ სხვა ერთმანეთთან კავშირში არ მყოფ საქმეებზე აქ დავა.


ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო ამ თემების განხილვისას, და არ მჯერა და მასეთი მიდგომები აქ ძალას კარგავს, 1 საქმის კარგი არ გჯერა, მაგრამ არაფრის არ მჯერა რას ნიშნავს?! ბრმა-ყრუობის ხანაა?! თუ მონობის პერიოდია რო ვინმესი ბრმად ირწმუნო და არფრის არ გჯეროდეს ვითომ ანგელოზია ამ დროს კი ის გარშემომყოფებს არასწორად ექცეოდეს, შეურაცყოფას აყენებდეს, უსამართლოდ მოქმედებდეს, არღვევდეს შეთანხმებებს და რაც ყველაზე უპატიებელია ცემდეს ჩოგნით საკუთარ ოჯახის წევრს.

შენ კი იდგე და გაიძახეე, იიიიი არ მჯერააააა……. ადამიანები ვიღებთ იმას რასაც ვიმსახურებთ ადრე თუ გვიან და ამიტომ მეტი გონიერებით და კეთილსინდისიერებით უნდა მოვეკიდოთ გარკვეულ საკითხებს ჩვენს გარშემო. არ ვიცი მე ესენი ევროპისკენ მიდიან თუ ზიმბამბვესკენ იმიტომ რომ ძალადობაში ბრალდებული ადამიანი, რომლის პროცესებიც მიმდინარეობს და 4 სხვადასხვა დავა აქ სხვადასხვა ადამინებთან ამჟამად, პიარ კამპანიაში ჩართეს და საარჩევნოდ იყენებენ….. ვინმეს ფეხი არ დაუცდეს და რამე არ მიქაროს, მითუმეტეს თუ საქმეში ჩახედული არ ხართ, ძალადობის კადრები არ გინახავთ….ცოცხები ცოცხებიო რო გაიძახით, ჩოგნები ჩოგნებიო უნდა გაძახებინოთ…… ჩამოყალიბდით ხალხო, დემოკრატია გინდათ და ევროპა თუ ძალადობაში და მონობაში ცხოვრება ზიმბამბვეს დონეზე…..", - წერს დოროყაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 43 /
კარგი რა შვილო არ დაიღალე? არის ასეთი ცნობილი ფილმი "სიყვარული ყველას უნდა", სადაც კახი კავსაძის გმირი დაახლოებით ასეთ ფრაზას ამბობს: " დაასვენე ის კაცი იქ და ჩვენ აქა". ჰოდა თუ აქამდე არ გინახავს უყურე და დაასვენე ის კაცი იქ და ჩვენ აქა. ახლა ცოტა უფრო სერიოზულად შენ რომ რამეს აბრალებ არ ნიშნავს რომ მართლა ასეა. მაგას სასამართლო დაადგენს დამნაშავეა თუ არა და ზემოთ რომ ამერიკას და ევროპას ახსენებ იქ ზედმიწევნით იცავენ უდანაშაულობის პრეზუმციას. მესმის შვილო რომ ძალიან გაბრაზებული ხარ მაგრამ ჩემი რჩევა იქნება დაანებე თავი. მშვენიერი ვაჟი გყავს ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოთ, იმაზე იზრუნე.
რჩევა ნელის
01:25 30-10-2021
8
ოჰ, ახორხიცდა სექტა.არჩევნების წინა ღამეა. ბასილას ძალადობას აბრალებდე და მელიას მხარს უჭერდე,რაღაც ვერ ჯდება ერთად, ჩოგნიანი მოძალადე ცუდიაო, დუბინკიანი მოძალადე წაგვიყვანს დასავლეთისკენო. წინ დაუჯექით შენ და ბაია და ადრე ჩაგიყვანთ ევროპული დემოკრატიაში ბატონი ნიკანორი
სამწუხაროდ
01:16 30-10-2021
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული