ბასილაშვილს სეზონის დახურვა ჯოკოვიჩთან ისტორიული გამარჯვებით შეუძლია! - ნიკა დღეს პარიზის მასტერსში ჩაერთვება - მივა ჯოკოვიჩამდე?

AutoSharing Option
1-ელ ნოემბერს, თბილისის დროით 14:00 საათიდან, პარიზის მასტერსის ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყება.

უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ადრიან მანარინო იქნება.

აღსანიშნავია, რომ მატჩი ცენტრალურ კორტზე გაიმართება და თბილისის დროით 18:30 საათზეა ჩანიშნული. ჩოგბურთის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ პარიზის მასტერსზე ფრანგებს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ. ამიტომ დღეს ნიკას წინააღმდეგ ტრიბუნებიც იქნება.

მანარინო უკვე ვეტერანია, 33 წლისაა და კარიერის საუკეთესო პერიოდი უკან მოიტოვა. ის ამჟამად 59-ე პოზიციას იკავებს.

ქართველი ფრანგს აქამდე მხოლოდ ერთხელ გადაეყარა და 2017 წელს სოფიაში
მეტოქეს ორ სეტში ადვილად სძლია.

მანარინო ცაციაა. მისი მთავარი იარაღი კორტიდან გამყვანი ჩაწოდება და შემდეგ გათამაშებაში უპირატესობის შექმნაა.

ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა, რომ მას ძლიერი ჩაწოდება არ აქვს. ამიტომ ნიკოლოზს ბურთის დამუშავება მიღებაზე არ უნდა გაუჭირდეს.

თანაც, აღსანიშნავია, რომ პარიზის ჰარდის კორტები მაინცდამაინც სწრაფი ვერაა, რაც ჩვენებურს დამატებით უპირატესობას აძლევს ჩამწოდებლებთან, თავად კი შეტევითი პოტენციალის გამოჩენის კარგი შესაძლებლობა ექნება.

ნიკას ბადეში არც პარიზის მასტერსზე გაუმართლა და კვლავაც რთული შესაძლო მოწინააღმდეგეები ჰყავს.

თავად განსაჯეთ, გამარჯვების შემთხვევაში ქართველი, დიდი ალბათობით, მომდევნო ეტაპზე გაელ მონფილს დაუპირისპირდება, შემდეგ კი ნოვაკ ჯოკოვიჩი მოდის...

თუ ნიკამ ეს ორი მატჩი მოიგო, პლანეტის პირველ ნომერთან მე-3 მატჩი ელის და თავისი ფორმის გათვალისწინებით, მშვენიერი შანსი ექნება, ნოვაკი დაამარცხოს.

პარიზის მასტერსი ბასილაშვილისთვის მიმდინარე სეზონში ბოლო ტურნირია და ამით 2021 წლის სეზონს დაასრულებს, დაისვენებს და დეკემბრიდან ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ასე რომ, ნიკას წლის მაჟორულ ნოტზე დასრულება შეუძლია.

აქვე გეტყვით, რომ ამ ტურნირზე საპრიზო ფონდი კვლავაც საკმაოდ მსუყეა და 2,603,700 ევროს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
…რატომ ბოლო???!!! სტოკჰოლმის ატპ250 ტურნირის განაცხადშია!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
16:06 01-11-2021
0
ჯერ ეს ორი წრე გაიაროს მასპინძლებთან და ჯოკოვიჩზე მერე ვიფიქროთ.მასპინძელთან ყოველთვის ძნელია თამაში.ნიკა მშვენიერ ფორმაშია და მათი გავლა,რა თქმა უნდა შეუძლია.მთავარია წონასწორობა არ დაკარგოს.ნოვაკამდე თუ მივიდა,იქ სანერვიულო არაფერი ექნება.როცა დასაკარგი არაფერია,უფრო თავისუფლად თამაშობ და მოტივაციაც მაღალი გაქვს.იქ რაც შეეძლება გააკეთებს და ამაში დარწმუნებული ვარ.მთავარი იქამდე მისვლაა.
სოსო
16:02 01-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული