ტურინში მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დაცვას ზვერევის წინააღმდეგ შეეცდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურინში შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

დანილ მედვედევი (რუსეთი) კასპერ რუდს (ნორვეგია) დაუპირისპირდა და 6:4 6:2 დაამარცხა.

1-ელ სეტში დანილმა უპირატესობა მე-3 გეიმში მოიპოვა და დაწინაურდა, მეორე სეტში კი მოქმედმა ჩემპიონმა ბრეიკის შესრულება მე-5 და მე-7 გეიმში მოახერხა და ფინალის საგზურიც გაიფორმა.

მეორე შეხვედრა გაცილებით დაძაბული გამოდგა, ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) და ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) შეხვდნენ, გამარჯვება გერმანელმა სპორტსმენმა (7:6 4:6 6:3) მოიპოვა.

პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებაზე მშვენივრად გამოიყურებოდნენ, ტაიბრეიკზე კი ზვერევმა 7:5 გაიმარჯვა და დაწინაურდა. მე-2 სეტში კლასიფიკაციის
ლიდერმა ბრეიკი მე-9 გეიმში შეასრულა და ჩამორჩენა აღადგინა.

დისაიდერში კი ზვერევმა მე-4 გეიმში შესრულებული ბრეიკით 6:3 მოიგო.

ფინალი დღეს, 21 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული