ავსტრალიაში გასამართ პრესტიჟულ ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
სამწუხაროდ, ჩვენს ბიჭებს არ გაუმართლათ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიკვდილის ჯგუფშიც კი მოხვდნენ.
ქართველი ჩოგბურთელები D ჯგუფში იასპარეზებენ, მათთან ერთად კი პოლონეთი, საბერძნეთი და არგენტინა იქნებიან.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საბერძნეთის ღირსებას მსოფლიოს მე-4 ნომერი სტეფანოს ციციპასი იცავს, პოლონეთში პლანეტის მე-9 ნომერი ჰუბერტ ჰურკაცი ასპარეზობს, არგენტინის ღირსებას კი მე-13 დიეგო შვარცმანი იცავს.
რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებს ნიკოლოზ ბასილაშვილის სახით მთავარი კოზირი ეყოლება და ნიკას ნებისმიერი მათგანის დამარცხება რომ შეუძლია, უკვე
დაამტკიცა, თუმცა ჯგუფი აშკარად სიკვდილისაა...
ATP CUP-ი 1-9 იანვარს სიდნეიში გაიმართება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე მეორედ იასპარეზებს.
სავარაუდოდ, ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთი იქნება: ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე, საბა ფურცელაძე.
მოემზადეთ ფიზიკურად და მენტალურად, ითამაშეთ და როდესღაც თქვენც მოიგებთ!
წარმატებები ნიკას თამადობით!