ბასილაშვილის მერე პირველად - მარიმ არჩევანი ნიკას ყოფილ დამრიგებელზე შეაჩერა

AutoSharing Option
2022 წლის სეზონში ბრიტანელ ენდი მარის ახალი მწვრთნელი ეყოლება და ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი გერმანელი იან დე ვიტი იქნება.

მოგეხსენებათ, დე ვიტი ნიკოლოზ ბასილაშვილის დამრიგებელი გახლდათ და მასთან ერთად ქართველმა დიდ წარმატებასაც მიაღწია.

საინტერესოა, რომ ქართულ-გერმანული განშორება მიმდინარე სეზონის დასაწყისში შედგა და იანს მას შემდეგ არცერთ ჩოგბურთელთან აღარ უმუშავია, ახლა კი ის პლანეტის ყოფილ პირველ ნომერს დამოძღვრავს.

მოგეხსენებათ, მარის 2017 წლიდან ჯეიმი დელგადო წვრთნიდა, თუმცა ვეტერანმა ბრიტანელმა ჩათვალა, რომ ახლა ცვლილების დროა და ის 2022 წლის საწყის ტურნირებზე სწორედ დე
ვიტთან ერთად დაიწყებს, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კი მხარეები ურთიერთობას გააგრძელებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მწვრთნელის გარეშე ტურნირებში მონაწილეობა ძალიან ცუდია. გასაგებია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არა აქვს ისეთი გამომუშავებული თანხები, რომ მწვრთნელი შეინახოს, მაგრამ ეს უარყოფითად იმოქმედებს მისი თამაშის ხარისხზე, შედეგებზე და ბოლოს ეს ყველაფერი ასახვას ჰპოვებს რ ე ი ტ ი ნ გ შ ი !!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული