ზღვა ემოცია - მეტრეველმა ჰურკაჩს სეტი მოუგო! საქართველო პოლონეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 იანვარს, ATP CUP-ის D ჯგუფში საქართველოს ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

გუშინ თამაშამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენს ნაკრებს ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოაკლდებოდა. მოგეხსენებათ, ნიკამ კორონავირუსი გადაიტანა, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლომდე ხელს არ აძლევდა და ტურნირიდან მოხსნა გადაწყვიტა.

პირველ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკში (972-ე ნომერი) კამილ მაიხჟაკის (117-ე ნომერი) დაუპირისპირდა და 1:6 1:6 დამარცხდა.

შემდეგ კორტზე ალექსანდრე მეტრეველი (570-ე ნომერი) გამოვიდა, მის წინააღმდეგ კი მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი ჰუბერ ჰურკაჩი გახლდათ. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ქართველმა სპორტსმენმა მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა
გაუწია. მეტიც, პირველი სეტი თავის სასიკეთოდ 7:6 (7:5 ტაიბრეიკზე) დაასრულა, მეორე და მესამე სეტებში კი პოლონელმა 6:3 6:1 იმარჯვა და ნაკრებებს შორის სხვაობა 2:0 გახადა.

მესამე შეხვედრაში კი ბაკშისა და ტყემალაძის წყვილი ვალკოვისა და ზიელინსკის ტანდემს დაუპირისპირდა და 7:6 2:6 6:10 დამარცხდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა რიგით მეორე შეხვედრაც დათმო და D ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, 1-ელ ტურში ქართველები არგენტინასთან 0:3 დამარცხდნენ, 5 იანვარს კი უკვე ბერძნებს დაუპირისპირდებიან.




მკითხველის კომენტარები / 3 /
ესაა რო გვღუპავს ქართველებს ადრე სიხარული სეტის მოგება კარგი და ღირებული თამაშის მოგების შემთხვევაშია ფაქტი სახეზეა რამდენადაც სეტის მოგება იყო გასდახარი იმდენად 12-4 არის გაუმართლებელი რატო გვეჩქარება სიხარული ჯერ გადავხტეთ და ჰოპ მერე
ნოდო
15:26 03-01-2022
13
…სანდრომ წარმოუდგენელი რამ გააკეთა!!! ხურკაჩს სეტი მოუგო!!! შემდეგ ვეღარ იბრძოლა, იმიტომ რომ მთელი ენერგია პირველ სეტში ჩადო!!! სანდრო აბა შენ იცი, თავდაუზოგავი ვარჯიში და ყველაფერი კარგად იქნება!!! აგერ კარავცევის მაგალითი საკმრისია ამისთვის!!! ყოჩაღ სანდრო!!!
დათო
15:13 03-01-2022
2

სიახლეები პოპულარული