საქართველოს ნაკრებმა ATP CUP-ი მსოფლიოს მე-4 ნომრის დამარცხებით დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა ATP CUP-ი გამარჯვებით დაასრულა. საბერძნეთთან წყვილთა დაპირისპირებაში ალექსანდრე ბაკშმა და სანდრო მეტრეველმა სენსაციურად მსოფლიოს მე-4 ნომერ სტეფანოს ციციპასსა და მაიკლ პერვოლარკის 4:6, 6:3 და სუპერ ტაიბრეიკზე 16:14 სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ ეს D ჯგუფში ჩვენი ქვეყნის პირველი გამარჯვება გახლდათ, მთლიანობაში კი გუნდურად ქართველებმა ვერცერთ ნაკრებს ვერ სძლიეს, რითაც ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

რა თქმა უნდა, ეს დიდწილად ჩვენი გუნდის პირველი ნომრის, ნიკა ბასილაშვილის არასათანადო კონდიციების ბრალია, რომელიც ATP CUP-ს არასათანადო ფორმაში შეხვდა.

აქვე გეტყვით, რომ D ჯგუფიდან, სადაც ქართველები
ასპარეზობდნენ, პირველ ადგილზე პოლონეთი გავიდა, რომელმაც 3-დან 3 მატჩი მოიგო და 1/2-ფინალში ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან არ მიყვარს ნეგატივი, მაგრამ სამწუხარო რომ ნიკას გარდა ჩოგბურთელი ფაქტიურად არ გვყავს.

ბაკში და მეტრეველს არავინ თვლიდა მოწინააყმდეგედ, სამოყვარულო დონეზე უფრო არიან ვიდრე ფროფესიონალურზე
მენტალისტი
05 იანვარი 2022 16:59
9
… მეგობარო, თბილისში ერთი ნორმალური კორტი არ არის, პროფესიონალიზმი რომ აიმაღლონ , უნდა იარონ ტურნირებზე!!! ითამაშონ ჯელენჯერები!!! ოღონდ ამას დიდი თანხები სჭირდება!!! ფედერაცია ვერ ეხმარება, სპონსორები არ არიან!!! როგორ მოიქცენ ეს ბიჭები თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად???!!! სანდრომ ხურკაჩს(ატპ9) სეტი მოუგო, ეს ფანტასტიკაა!!! წყვილმა ციციპასის წყვილს ბრძოლაში მოუგო!!! ესეც წარმოუდგენელი იყო!!! ბიჭებს რაც შეუძლიათ მაქსიმუმს აკეთებენ!!! მადლობა მათ!!!
დათო
06 იანვარი 2022 13:57
0
ჰოოო, ნამეტნავად კაეგი კადრია.
akulina
05 იანვარი 2022 16:37
5
…სანდროებმა ძალიან გაგვახარეს!!! ბოლომდე,თავდაუზოგავად იბრძოლეს და მოუგეს წყვილს, სადაც ერთ -ერთი მოთამაშე იყო ციციპასი!!! გმირები არიან ბიჭები!!! განსაკუთრებით აღსანიშნავია სანდრო მეტრეველის თამაში, 7:7-ზე ,9:9-ზე, 11:11-ზე წარმოუდგენელი ქულები მოიგო!!! დიდი ალექსანდრე მეტრეველი , შენი ბაბუა დღეს ამაყობს შენით და ჩვენც მასთან ერთად გახარებულები ვართ!!! მადლობა ბიჭებო!!!
დათო
05 იანვარი 2022 16:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული