სიტუაცია ძალიან დაიძაბა... ნოვაკი სამთავრობო დაკავების სასტუმროშია გადაყვანილი

AutoSharing Option
ჩოგ­ბურ­თის სერბ ვარ­სკვლავს, ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს, რო­მელ­საც ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბა­ში უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ავ­სტრა­ლი­ამ ვიზა გა­უ­უქ­მა. მი­ზე­ზი კი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, ნო­ვა­კის­თვის გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით ვიზა და­უშ­ვეს, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ყო­ვე­ლი­ვეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა.

ჯო­კო­ვი­ჩი მელ­ბურ­ნის აე­რო­პორ­ტში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მე­სა­ზღვრე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ის არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და შეს­ვლის წე­სებს და დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

ჯო­კო­ვი­ჩი გა­და­იყ­ვა­ნეს ე.წ. სამ­თავ­რო­ბო და­კა­ვე­ბის სას­ტუმ­რო­ში, ხოლო მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ი­ტა­ნეს სარ­ჩე­ლი.

მარ­თა­ლია, ნო­ვაკს სა­ჯა­როდ არ უთ­ქვამს,
აც­რი­ლია თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით, თუმ­ცა გა­სულ წელს გა­ნა­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო.

"პი­რა­დად მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და არ ვი­სურ­ვებ­დი, რომ აც­რის გა­კე­თე­ბას გვა­ი­ძუ­ლებ­დნენ მოგ­ზა­უ­რო­ბის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით“, - ამ­ბობ­და ჩოგ­ბურ­თე­ლი.

ავ­სტრა­ლი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნა­ში აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შეს­ვლა იკ­რძა­ლე­ბა.

"წესი ყვე­ლას­თვის წე­სია“ - გა­ნა­ცხა­და ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სკოტ მო­რი­სონ­მა.

ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბა მელ­ბურნ­ში სტარტს 17 იან­ვარს აი­ღებს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
რატომ გამოირჩევიან ის ადამიანები აგრესიით და ძალადობით ვინც აიცრა?! ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ,როგორ შეიძლება ვინმე დაავალდებულო რომ აიცრას ან არ აიცრას, მითუმეტეს თვითონვე ამბობენ რომ ჩვეულებრივად გადამტანები არიან, ერთადერთი პლიუსი აქვს აცრას ის,რომ ნაკლები შანსია გარდაცვალების,ისევე როგორც სიგარეტის არ მოწევის დროს,ალკოჰოლის დიდი დოზით არ მიღების დროს, ფიზიკური აქტივობა,ვარჯიშიც ამცირებს ადამიანების სიკვდილის შანსს,რატომ არ ავალდებულებენ ადამიანებს რომ ივარჯიშონ? აი მე მარკეტი მაქვს და ხვალიდან გადავწყვიტე ის ვინც არ ვარჯიშობს ჩემ მარკეტში არ შემოუშვა, ეს ხომ უდიდესი სისულელე,მარაზმი და ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდებაა, მოკლედ კიდევ ერთხელ ვიმეორებ,ძალიან მაგრად ჩამობნელდა დედამიწაზე.
ჯანმრთელობა მოგცეთ აცრილებსაც და აუცრელებსაც და არა კოვიდ ძალადობას
საქართველო
00:22 07-01-2022
36
ეს აცრილები რა მაგრად ბოროტდებიან რა..... ეს ერთი ერთში იმას გავს: ნარკომანს, რომ უნდა ყველა მისნაირად აწციოს და ცდილობა ნარკოტიკებზე სხვებიც დასვას ! ბრავო ჯოკო
რ ე ა ლ ო ბ ა
10:53 07-01-2022
44

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული