კანადელმა "ბავშვებმა" რუსეთი ბრძოლაში დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. წინ ესპანეთია [VIDEO]

AutoSharing Option
ATP CUP-ის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

ესპანეთის ნაკრები პოლონეთს შეხვდა და საერთო ჯამში 2:1 დაამარცხა.

თავდაპირველად კორტზე კარებო ბუსტა (20) წარსდგა, რომელმაც იან ზიელინსკი (860) მარტივად 6:2 6:1 მოუგო.

მეორე შეხვედრა გაცილებით რთული გამოდგა, ბაუტისტა აგუტი (19) ჰუბერ ჰურკაჩს (9) დაუპირისპირდა და 2:47 საათიან მარათონში 7:6 2:6 7:6 დაამარცხა.

საერთო ანგარიში უკვე 2:0 გახდა და ესპანეთის ნაკრებმა ფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა, მესამე შეხვედრა კი როგორც წესია წყვილთა თანრიგში გაიმართა.

ვალკოვისა
და ზიელინკსის წყვილმა მარტინესისა და რამოს-ვინოლასის ტანდემს 4:6 6:3 10:6 სძლიეს და ტურნირიდან "კარი გაიჯახუნეს".


მეორე ნახევარფინალური შეხვედრა რუსეთსა და კანადას შორის გაიმართა. დაპირისპირება კანადელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

თავდაპირველად დენის შაპოვალოვი (14) რომან საფიულინს (167) შეხვდა და 6:4 5:7 6:4 დაამარცხა.

მეორე მატჩში დანილ მედვედევმა (2) ოჟე ალიასიმი (11) 6:4 6:0 გაანადგურა და წონასწორობა აღადგინა.

გამარჯვებულის ვინაობა წყვილთა შეჯიბრებაში უნდა გარკვეულიყო. კანადელების მიერ ოჟე ალიასიმისა და დენის შაპოვალოვის წყვილს რუსებმა დანილ მედვედევისა და რომან საფიუინის ტანდემი დაუპირისპირეს. შეხვედრა ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორსაც გულშემატკივრები ელოდნენ, საბოლოოდ კი კანადელებმა 4:6 7:5 10:7 მოიგეს.

პირველ სეტში რუსებმა ბრეიკი მე-3 გეიმში შეასრულეს და 6:4 გაიმარჯვეს.

მე-2 სეტში კანადელებმა მე-12 გეიმში რუსებს ჩაწოდება წაართვეს და 7:5 იმარჯვეს.

საქმე სუპერ ტაიბრეიკამდე მივიდა, დისაიდერში კი ახალგაზრდები უკეთ გამოიყურებოდნენ და 10:7 მოიგეს კიდევაც.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული