ნოვაკ ჯოკოვიჩი დააკავეს

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩის მამის განცხადებით, ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა სერბი ადვოკატების ოფისში კიდევ ერთხელ დააკავა.

შეგახსენებთ, დღეს, 10 იანვარს, ნოვაკი ავსტრალიის სასამართლომ ვიზის გაუქმების საქმეზე გაამართლა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლეგენდარული ჩოგბურთელის დეპორტაცია მაინც შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე საათის წინ უცხოურ მედიაში დაიწერა, რომ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას მიიღებდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ ავსტრალიაში შეიძლება აუცრელი შევიდეს, ან გატესტილი და მითუმეტეს გადატანილი მაშინ რატომ არ უნდა დაუშვან? და რატომ აკავებენ? ესაა ზუსტად ადამიანზე ძალადობა.
ლუკა
00:21 11-01-2022
4
ნოვაკის ფანი ნამდვილად არ ვარ მაგრამ რადგან ვიზა გასცა ქვეყანამ რომ ჩემპიონატში მონაწილეობა უნდა მიეღო და ჩაიყვანეს ავსტრალიაში ნება იბოძონ და მისცენ თამაშის საშუალება და მითუმეტეს სასამართლომაც რომ ნება გასცა - რას მიქვია კიდევ დაკავება, ვიზის გაცემამდე არ იცოდნენ რომ აუცრელი იყო? სახელმწიფოა თუ რა არის რომ თავისი ვიზა უკან მიაქვს და არც სასამართლოს ემორჩილებიან?
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული