"ძალიან გამიხარდა! შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და დისტანციურად დაუწყებენ მართვას" - რომან გოცირიძე ჯოკოვიჩის დეპორტაციაზე

AutoSharing Option
როგორც იცით, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს და მას დაადეპორტებენ.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ანტივაქსერი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შეიძლება ვუწოდოთ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, ჯერ მთელი კვირა აყურყუტეს სიდნეის აეროპორტის კოვიდსასტუმროში, დღეს კი გამოაძევეს ავსტრალიიდან აუცრელობის გამო. კი იჩივლა სასამართლოში, გადატანილი მაქვსო, მაგრამ უპასუხეს, მასე სადაა ძმაოო, ავსტრალიის სასამართლო ვართ საქართველოსი კი არაო, ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი კი არა გვყავს ქართველებივით, კორონაგადატანილებს სამუდამო მწვანე პასპორტს რომ აძლევსო.

სიმირთლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. ასეც მოუხდება. როგორც
ჩანს ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ( ანუ მღვდლმა) შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და თამაშისას 5 ჯის მეშვეობით ვიღაცები (ალბათ მასონები) დისტანციურად დაუწყებენ მართვას.
ძალა აქვს, ჭკუა არაო, მასზე ყოფილა ეს ანდაზა ზედგამოჭრილი", - წერს გოცირიძე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
..ფლიდი ხარ!!! იმას რატომ არ ახსენებ, პირველმა სასამართომ, რომ გაამართლა ნოვაკი???!!! ჰქონდა სამედიცინო აცილება,მაგრამ ავსტრალიის მთავრობამ, ხალხის შიშის გამო, სირაქლემოს პოზა მიიღო დაფაქტიურად ტურნირი ჩაშალა!!! АО ფაქტიური გამარჯვებული ქვეყნიდან გააძევა!!! წაიკითხე რას წერენ ცნობილი ჩოგბურთელები, რომელი პროფი შენ ხარ ჩოგბურთზე რომ ლაპარაკობ, ერთი წარუმატებელი სექტქნტი ხარ!!!
დათო
12:27 18-01-2022
2
ჰაა, კუპონ! ნოვაკი ისე გიყურებს, ნაღდად ჩაგცხობს ჩოგანს!
კუმ ფეხი გამოყოო, ამ საცოდავ კუპონაზეა ნათქვამი.
12:01 17-01-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული