ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი და ყოფილი მეუღლის ჩანაწერს ეხმაურება

AutoSharing Option
"მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ ჩემ წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა:

ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს.

ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.
ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში.

ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!

მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას."

მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლა ძალიან მაგარი ადამიანი ხარ ნიკა
nika
15:20 24-01-2022
2
ბასილ, ძნელია სისხლხორცის დაკარგვა, მაგრამ ეგ ბავშვი ყველანაირად დაკარგული გყავს, ანუ დათა რომ მოვიშველიოთ: ივარგებს კაცად ასეთი ქალის გაზრდილი ბავშვი?
ჟორა
15:32 24-01-2022
6

სიახლეები პოპულარული