"ეს საბჭოური ჭორაობა რით ვერ მოისპო ამ ექოპაში... ცოტა ამაზრზენია, რომ..." - ნატო დუმბაძე ბასილაშვილი-დოროყაშვილის ამბავზე

AutoSharing Option
პროდიუსერი ნატო დუმბაძე ბასილაშვილი-დოროყაშვილის გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"გადავხედე ფბს და ბასილაშვილის ოჯახური კონფლიქტის გარჩევა მიდის დილიდან! კომუნალკა გამახსენდა, ბუზი ვერ გაფრინდებოდა ვერცერთ ოჯახში, მთელმა სართულმა იცოდა, ვისთან რა ხდებოდა, ვინ მიდიოდა-მიდიოდა, ვინ რატომ ჩხუბობდა. მერე ეზოში იკრიბებოდნენ კომუნალკის “დირეხტორები” სკამეიკაზე და მიდიოდა ჩუმად გავრცელება, გარჩევ-გამორჩევა, გაკიცხვა, ჭორაობა!

ხოდა,  ეს საბჭოური ჭორაობა რით ვერ მოისპო ამ ეპოქაში, სხვის სარეცელში ძრომიალი და მერე ამის გადმოფენა რა სპორტია ვერ ვიგებ!
მე პირადად არანაირად არასოდეს მაინტერესებს არავისი პირადის ქექვა და
ცოტა ამაზრზენია,   “კომუნალკის” მენტალიტეტს რომ ვერ გავცდით 21 საუკუნეში, როცა მარსზე იჯავშნება ადგილები!", - წერს დუმბაძე.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამწუხაროდ ზოგადად სამყაროა ესე მოწყობილი ქალბატონო,ნუ გიყვართ საქართველოს წარსულის შეურაცხყოფა და ნუ ფიქრობთ,რომ ქართველი ხალხი "განუვითარებელია" და ნუ გგონიათ რომ უფრო განვითარებული ბრძანდებით ვიდრე დანარჩენი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, აბა გადახედეთ ევროპულ "პრადვინუტული" საზოგადოების კომენტარებს ნოვაკ ჯოკოვიჩის ამბავთან დაკავშირებით, 10 დღის განმავლობაში, გერმანულმა,ავსტრალიურმა, ამერიკულმა და ბრიტანულმა მედიამ, ეს ბიჭი კენწლეს,ლანძღეს,პირდაპირ ეთერებში აგინეს და მილიონი ჭორი აუგორეს.მაგრამ თქვენთვის ეს რათქმაუნდა მოსულა,რადგან ისინი "განვითარებული" სამყაროს წარმომადგენლები არიან. სამწუხაროდ ამას მხოლოდ საბჭოთა კავშირთან არაფერი საერთო არ აქვს,ზოგადად სამყარო გადაგვარდა და მოეწყო ესე და შეიძლება მეტნაკლებად ოდითგანვე ესე იყო მოწყობილი,ისევე როგორც ამ სამყარომ გაგხადათ თქვენც ქალბატონო ორმაგი სტანდარტების მიმდევრად. არც ვიცი ვინ არის ნატო დუმბაძე,უბრალოდ არ შემეძლო არ დამეწერა ამაზე კომენტარი,რადგან ამ ქვეყანაში და ალბათ სხვა "განვითარებულ" ქვეყნებში არიან ადამიანები ვინც ზემოდან უყურებენ საზოგადოებას და ჰგონიათ თავი ყველაზე უფრო წინწასულები არადა რეალურად თვითონვე გადაუვლიან მიწასთან გაასწორებენ და ზედაც არ შეხედავენ ადამიანს და მის უფლებებს,ისევე როგორც სულ ახლახანს მიწასთან გაასწორა "განვითარებულმა" სამყარომ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ნოვაკ ჯოკოვიჩი,მხოლოდ იმიტომ რომ მას აცრა არ ჰქონდა გაკეთებული და პროვოკაციულად დაპატიჟეს ტურნირზე და შემდეგ რაც გაუკეთეს ზემოთაც მოგახსენეთ. წარმატებები და სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს და იმედია კიდევ უფრო ხშირად მიეცემათ ქართველებს იამაყონ მისი სპორტული კარიერით და მოედნის გარეთ იმ სიყვარულისთვის რაც მისგან მოდის ქართველი გულშემატკივრებისკენ.
საქართველო
04:49 25-01-2022
2
არ გამოგივა ალქაჯო, არაფერი! ნიკა ხალს უყვარს, შენ???
ნინი
22:03 24-01-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული