"გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე! ისინი სუფრაზე სვამენ ქალის სადღეგრძელოს და..." - ცისნამი საყვარლიშვილი ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებზე

AutoSharing Option
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ბლოგერი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს ავრცელებს, სადაც ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებს ეხმაურება. 

ის წერს, რომ ქალები ქართველ მამაკაცებზე არ უნდა გათხოვდნენ, ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მათ ქალის პატივისცემა არ იციან, მაგალითად კი საყვარლიშვილმა ბასილაშვილი მოიყვანა:

“გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე. მათ მხოლოდ მომვლელად სჭირდებით, არ გცემენ პატივს და შეურაცხყოფას გაყენებენ!

აი, ის ჩოგბურთელი არის ნამდვილი ქართველი კაცის სახე!

ახლა თუ გინდათ მთელი ღრუზიის საკაცეთი შემომივარდით კომენტარებში!

თქვენ არ იცით ქალის პატივისცემა! თქვენ სუფრაზე
სვამთ ქალის სადღეგრძელოს და ცხოვრებაში აბუჩად იგდებთ, როგორც ნივთს, ისე ექცევით!

უმეტესობას დედები, ცოლები ემიგრაციაში გყავთ გაშვებული და მათი მწარედ ნაშოვნი ფულებით ცხოვრობთ”, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 63 /
საკუთარ მშობლებს რომ აყენებ შეურაცხყოფას თუ ხვდები?, სამწუხაროა რომ ამერიკაში ცხოვრება თუ ასეთ დეგრადირებას იწვევს ადამიანში...ეს განზოგადება გულის ამრევია!
ქალბატონ ცისნამის
25 იანვარი 2022 10:11
1
იდიოტი
Gormedi
25 იანვარი 2022 09:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული