"გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე! ისინი სუფრაზე სვამენ ქალის სადღეგრძელოს და..." - ცისნამი საყვარლიშვილი ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებზე

AutoSharing Option
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ბლოგერი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს ავრცელებს, სადაც ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებს ეხმაურება. 

ის წერს, რომ ქალები ქართველ მამაკაცებზე არ უნდა გათხოვდნენ, ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მათ ქალის პატივისცემა არ იციან, მაგალითად კი საყვარლიშვილმა ბასილაშვილი მოიყვანა:

“გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე. მათ მხოლოდ მომვლელად სჭირდებით, არ გცემენ პატივს და შეურაცხყოფას გაყენებენ!

აი, ის ჩოგბურთელი არის ნამდვილი ქართველი კაცის სახე!

ახლა თუ გინდათ მთელი ღრუზიის საკაცეთი შემომივარდით კომენტარებში!

თქვენ არ იცით ქალის პატივისცემა! თქვენ სუფრაზე
სვამთ ქალის სადღეგრძელოს და ცხოვრებაში აბუჩად იგდებთ, როგორც ნივთს, ისე ექცევით!

უმეტესობას დედები, ცოლები ემიგრაციაში გყავთ გაშვებული და მათი მწარედ ნაშოვნი ფულებით ცხოვრობთ”, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 63 /
დაუხშეთ საინფორმაციო ღრუ
123
25 იანვარი 2022 18:34
2
საკუთარ მშობლებს რომ აყენებ შეურაცხყოფას თუ ხვდები?, სამწუხაროა რომ ამერიკაში ცხოვრება თუ ასეთ დეგრადირებას იწვევს ადამიანში...ეს განზოგადება გულის ამრევია!
ქალბატონ ცისნამის
25 იანვარი 2022 10:11
1
რიგითი მოქალაქეებიც კი საკუთარი თავის, ერის და ქვეყნის დამაზიანებლები არიან. პირდაპირ გასაკვირია! ისედაც პატარა ქვეყანა ვართ და ნაცვლად ერთობისა, პრობლემებიდან გამოსავლის ძიებისა და გაძლიერებისა კაცები ქალებს არიან გადაკიდებული, ქალები კაცებს. შედეგად მტრის წისქვილზე ასხამენ ყველანაირად წყალს! ცოტა გონს მოეგეთ!
ტიმოთე
25 იანვარი 2022 14:02
2
100% ზუსტად იმავეს ვფიქრობ. გაიხარე. :)
რატი
25 იანვარი 2022 20:15
1
ვოვა პუტინის ჩამოგდებული ჩორტია რომ ქართველი ქალები და ქართველი კაცები ერთმანეთს გადაკიდოს :))
odala
25 იანვარი 2022 21:19
1
ამ საცოდავს თავისი გაჭირვებაც ეყოფა.
რატი
25 იანვარი 2022 20:03
2
კლავიატურის ლომმა დაგვმოძღვრა. ანუ ქართველი ქალები გათხოვდით უცხოელებზე და ამით ქართველი მამაკაცები აღარ გაჩნდებიან და გადავრჩებითოოოოო.
შენ (ან შენი ახლობელი) რომ ვიღაც დეგენერატს გაყევით, რომელსაც კარგი მანქანა ყავს, ან/და ა.შ. რატომღა გაქვთ იმის პრეტენზია რომ ის პატივს გცემთ?
გურამი
25 იანვარი 2022 10:22
3
რა ვქნა ახლა მე ვინ მოვიყვანო ცოლად ?
vova
25 იანვარი 2022 19:04
0
ცისნამი :)))))))
:D
25 იანვარი 2022 20:06
1
პირზე მომდგარსა სიტყვასა,განა სუყველას თქმა უნდა& ქ-ნო ცისნამ სჯობს არაფერი თქვა,ვიდრე თქვა არაფერი!
paata
25 იანვარი 2022 13:01
2
გათხოვდით, გოგოებო, ქართველ მამაკაცებზე! ასეთ გამოხტომა ხალხს ნუ მოუსმენთ, ოღონდ ვისაც უყვარხართ იმას გაჰყევით და თავში ნუ აგივარდებათ, თუ ფინანსურადაც გაგიმართლათ.
nina
26 იანვარი 2022 09:11
1
რა საცოდაობა ხარ ქალოო...
გეგი
25 იანვარი 2022 19:03
5
იდიოტი
Gormedi
25 იანვარი 2022 09:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული