"გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე! ისინი სუფრაზე სვამენ ქალის სადღეგრძელოს და..." - ცისნამი საყვარლიშვილი ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებზე

AutoSharing Option
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ბლოგერი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს ავრცელებს, სადაც ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებს ეხმაურება. 

ის წერს, რომ ქალები ქართველ მამაკაცებზე არ უნდა გათხოვდნენ, ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მათ ქალის პატივისცემა არ იციან, მაგალითად კი საყვარლიშვილმა ბასილაშვილი მოიყვანა:

“გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე. მათ მხოლოდ მომვლელად სჭირდებით, არ გცემენ პატივს და შეურაცხყოფას გაყენებენ!

აი, ის ჩოგბურთელი არის ნამდვილი ქართველი კაცის სახე!

ახლა თუ გინდათ მთელი ღრუზიის საკაცეთი შემომივარდით კომენტარებში!

თქვენ არ იცით ქალის პატივისცემა! თქვენ სუფრაზე
სვამთ ქალის სადღეგრძელოს და ცხოვრებაში აბუჩად იგდებთ, როგორც ნივთს, ისე ექცევით!

უმეტესობას დედები, ცოლები ემიგრაციაში გყავთ გაშვებული და მათი მწარედ ნაშოვნი ფულებით ცხოვრობთ”, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 63 /
მესმის ამ ქალის, პირადი ცხოვრება ვერ აეწყო და საზღვარგარეთ არის გადახვეწილი, უნდა იფიქროს, რომ ეს მისი ბრალი კი არა ქართველი კაცების დამსახურებაა. ქალბატონო ცისნამი, ამ ქვეყანაში უამრავი ქართული ოჯახია რომელიც თქვენგან განსხვავებით ნორმალურად ცხოვრობს, და რა გინდათ რომ განვქორწინდეთ და ქალბატონებმა სხვა ეროვნების მამაკაცებზე იქორწინონ? ანუ გადავშენდეთ? მგონი ჭკუა არ დაგიტანებიათ როდესაც ამას წერდით.
Irakli
25 იანვარი 2022 15:57
2
თვითონ ეტყობა აფრო-ამერიკელის ლოგინს ამშვენებს და ვიღაც სულელზე გამწარებულმა მოაღო პირი და რაც მოადგა, ის დაახეთქა
: )))))))
25 იანვარი 2022 18:00
1
ოო, მძლავრი მდედრია.
ვაჟა
25 იანვარი 2022 15:39
1
რა ლოგიკააა? კარგი და ცუდი ყველგანაა,არც ღრუზინები ვართ და მანდედან ჭკუის სასწავლებელი არაფერი გვჭირს. მე კი ჩემ ქვეყანას, ქართველ ქალსაც და კაცსაც უდიდეს პატივს ვცემ თავისი მიმუს-პლიუსებით.
ენთაზი
25 იანვარი 2022 15:26
1
ნიკა მხარდამჭერო ბიჭებო
ცოლის მოყვანისას შიშველ ფეხებს კი არა, რა სულის პატრონია იმას უყურეთ.
ცისნამას მხარდამჭერო გოგოებო თქვენც ასევე რამდენად "ბლატნოია" და რა სისქის ჯიმე აქვს იმას კი არა, რა სულის პატრონია იმას უყურეთ.

მაშინ გექნებათ ნორმალური ურთიერთობა, თორემ რა ეროვნების მეუღლე გიდგათ გვერდში პირველხარსხოვანი შეიძლება გარკვეული დოზით არ იყოს.

თან მიაქციეთ ყურადღება თქვენი მშობლიური ენა ცოლ-ქმარს მეუღლეებს რატომ უწოდებს.

ოთარი
25 იანვარი 2022 15:25
1
მეგობრებო, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სიყვარული. ჩვენი კაი კაცობით დავუმტკიცოთ ცისნამს ჩვენი სიმართლე. :)
ქუთაისელი
25 იანვარი 2022 15:08
3
ჩემი კაცობა იმას მოვახმარო რომ სირქალემა ცისნამის მსგავს არსებებს რაიმე დავუმტკიცო?!!!
ნიკა
26 იანვარი 2022 03:00
1
ვაი იმის ბრალი, ვისაც ამასთან რამე აქვს დასამტკიცებელი
:D
25 იანვარი 2022 18:02
1
ვერც კი ხვდება რომ არასწორი მაგალითი მოყავს ახლა ყავს მშვენიერი გერმანელი გოგო ბასილაშვილს და ორივე არიან მშვენივრად, ეგებ ქართველ კაცებში არაა საქმე ქალბატონო? )))
დათო
25 იანვარი 2022 14:38
5
რიგითი მოქალაქეებიც კი საკუთარი თავის, ერის და ქვეყნის დამაზიანებლები არიან. პირდაპირ გასაკვირია! ისედაც პატარა ქვეყანა ვართ და ნაცვლად ერთობისა, პრობლემებიდან გამოსავლის ძიებისა და გაძლიერებისა კაცები ქალებს არიან გადაკიდებული, ქალები კაცებს. შედეგად მტრის წისქვილზე ასხამენ ყველანაირად წყალს! ცოტა გონს მოეგეთ!
ტიმოთე
25 იანვარი 2022 14:02
2
ვოვა პუტინის ჩამოგდებული ჩორტია რომ ქართველი ქალები და ქართველი კაცები ერთმანეთს გადაკიდოს :))
odala
25 იანვარი 2022 21:19
1
100% ზუსტად იმავეს ვფიქრობ. გაიხარე. :)
რატი
25 იანვარი 2022 20:15
1
ამის მოწოდება როგორ შეიძლება? ეს ერის ლანძღვაა და ქართული გენის! ქართველ მამაკაცებს გაუმარჯოთ თავისი ქართული მენტალიტეტით! ქართველო გოგონებო, გაამრავლეთ ჯიშიანი ქართველები ქართველ მამაკაცებთან ერთად!
სიმართლე
25 იანვარი 2022 13:56
6
და ქართველი კაცი არა და ურჩიე რომელი ერის კაცი სჯობს, დიდი გამოცდილება გექნება როგორც სჩანს! პ.ს.ვახუშტა სანაია და ლამაზისეული სარიშვილი ირინე რომ აკეთებენ კომენტარებს სპორტულ პორტალზე, გავატარეთ, მაგრამ პატივცემულო ავტორი, ეს ცისმარი, ცისნამი თუ ცისხავსი ვინ არის? მრავალფეროვნებისთვის თუ აკეთებთ ამას, ძალიან ცდებით, რამდენი გამოჩენილი სპორტსმენი ყოფილა და გიჯობთ საინტერესო ისტორიები დაბეჭდოთ, ცისნამი ვერ აგიწევთ რეიტინგს, უფრო პირიქით
llcl
25 იანვარი 2022 13:23
6
პირზე მომდგარსა სიტყვასა,განა სუყველას თქმა უნდა& ქ-ნო ცისნამ სჯობს არაფერი თქვა,ვიდრე თქვა არაფერი!
paata
25 იანვარი 2022 13:01
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული