"გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე! ისინი სუფრაზე სვამენ ქალის სადღეგრძელოს და..." - ცისნამი საყვარლიშვილი ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებზე

AutoSharing Option
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ბლოგერი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს ავრცელებს, სადაც ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებს ეხმაურება. 

ის წერს, რომ ქალები ქართველ მამაკაცებზე არ უნდა გათხოვდნენ, ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მათ ქალის პატივისცემა არ იციან, მაგალითად კი საყვარლიშვილმა ბასილაშვილი მოიყვანა:

“გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე. მათ მხოლოდ მომვლელად სჭირდებით, არ გცემენ პატივს და შეურაცხყოფას გაყენებენ!

აი, ის ჩოგბურთელი არის ნამდვილი ქართველი კაცის სახე!

ახლა თუ გინდათ მთელი ღრუზიის საკაცეთი შემომივარდით კომენტარებში!

თქვენ არ იცით ქალის პატივისცემა! თქვენ სუფრაზე
სვამთ ქალის სადღეგრძელოს და ცხოვრებაში აბუჩად იგდებთ, როგორც ნივთს, ისე ექცევით!

უმეტესობას დედები, ცოლები ემიგრაციაში გყავთ გაშვებული და მათი მწარედ ნაშოვნი ფულებით ცხოვრობთ”, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 63 /
ქართველ კაცს,ქალის პატივისცემას ვერავინ ასწავლის.წესიერი ქალის პატივისცემას.
"ვაჟკაცსა ცოლის სიავე,
მგზავრობას გაახსენდება,
წავა,წაიღებს ფიქრები,
გზას იქით გადავარდება."
ბებიაჩემი 1901 წელს იყო დაბადებული და მან იცოდა ეს ლექსი.ეტყობა მაშინაც აქტუალური იყო,ალქაჯი ცოლების თემა,რაკი ასეთი ლექსი არსებობდა.კიდევ ასეთი ანდაზაც იცოდა:-"ავია თუ კარგია,ქალო,შენი ქმარიაო".95 წელი იცოცხლა ცხონებულმა და მისგან ჩხუბი,ან ყვირილი არ გამიგია.ათასი გაჭირვება გამოიარა,მაგრამ ვერაფერმა გააბოროტა და სიკეთე ვერ ჩაუხშო.საუკუნეების განმავლობაში დიდი შუღლის მოსაგვარებლად ქალური დიპლომატია გამოიყენებოდა საქართველოში,მაგრამ მაშინ მართლაც ქალები აგვარებდნენ კონფლიქტებს,დღეს კი,ცოცხზე გადამჯდარი ალქაჯები,ლომთა ჯარით(ლომჯარია)დაწყებული და ამ ქალით დამთავრებული, იჩემებენ ქალობას ყველგან სიძულვილს სთესავენ."ბაშიაჩუკი მაინც არ გინახიათ?ქართველი ქალები კლდეებიდან ვარდებოდნენ,რომ სპარსელების ხელში არ ჩავარდნილიყვნენ,ეს ქალის მსგავსი კი,მოგონილი სახელით და გვარითაც კი, იმნაირობისაკენ რომ მიგანიშნებს,უცხოელებზე გათხოვებას ურჩევს ქართველ გოგონებს.თავის დროზე,ნიუ იორკის ცენტრალურმა გაზეთმაც აუღო ინტერვიუ შორენა ბეგაშვილს და ჰკითხა რას ურჩევდით ქართველ ქალებსო.რას წარმოადგენს ეს ქალი,ალბათ ყველამ იცის და მანაც კი,ამაზე უფრო ზომიერად უპასუხა კორესპონდენტს."ქართვლის დედაო,ძუძუ ქართვლისა,უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა".ამისთანების ხელში გაიზრდება ქართველი?!მეტი არაა ჩვენი მტერი!ებრაელებმა,თავისი ქალების წყალობით 2600 წელი,დევნილობაში შეინარჩუნეს ენა და რჯული,უცხოეთში გათხოვილი ქართველი ქალების შვილებმა,კიდევ იციან,რომ წარმოშობით ქართველები არიან,შვილიშვილებმა კი,ესეც აღარ იციან.სწორედ ამიტომაა ისრაელი ასე ძლიერი დღეს და ასე სუსტი საქართველო.კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი,მაგრამ შენისთანები მაინც ვერაფერს გაიგებთ.თქვენისთანებს მხოლოდ სიძულვილის დათესვა და ფულის გულისათვის ყველაფრის კადრება შეგიძლიათ.
სოსო
25 იანვარი 2022 21:41
4
აუვარდა თავში სავარაუდოდ ქალბატონს.. აგულავდა და მერე მოინდომა ქონება.. უბრალოდ არავინ არავის არ ებრძვის... სერიოზული მიზეზი ექნებოდა ბასილად... სავარაუდოდ გადაუხვია გზიდან ქალბატონმა...
დათო
25 იანვარი 2022 21:24
3
ამ საცოდავს თავისი გაჭირვებაც ეყოფა.
რატი
25 იანვარი 2022 20:03
2
ქალბატონო ცისნამი(ჩემი ქართველკაცობა მაიძულებს ასე მოგმართოთ), ცნობისათვის ,ჩვენ ქართველ ქალს,დედას,ერის დედაბოძს,ძეგლი დავუდგით.და იქნებ გაიხსენოთ,ვინ და როდის დაწერა:"ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს,თუნდა ხვადია!" არ გინდათ ეს ბაბუცაობა რა.მე პირადად დედას ვაღმერთებ,ჩემი ორივე შვილის გაჩენას(ოტიას თქმისა არ იყოს,ჩასახვასაც)დავესწარი და მას მერე ქალს ზოგადად,უფრო მეტი პატივისცემით ვეპყრობი და კიდევ ერთხელ გთხოვთ,კი არა,მოვითხოვთ,შეეშვით ქართველი კაცების თავზე გადავლას და ნუ სარგებლობთ იმით,რომ ნაღდი ქართველი მამაკაცი არასოდეს იკადრებს ქალთან ანგარიშის გასწორებას.პირადი ბოღმა თუ ვინმესთან გაქვთ.საზოგადოებაზე ნუ ანთხევთ ბალღამს.შეირგე ეგ ფულის ტომარა ვინც გყავს და თამარის.ქეთევანის,ელოს(9 ძმა ხერხეულიძის დედაა),17 შინდისელის,გიორგი ანწუხელიძის დედის ქვეყანას შეეშვით.თქვენ ვერასოდეს ვერ ეღირსებით ყველაზე დიდ სტატუსს საქართველოში,ვერ იქნებით ქ ა რ თ ვ ე ლ ი დ ე დ ა!!!
ნიკოლოზი
25 იანვარი 2022 19:56
1
ჯ ი გ ა რ ი ხარ!!!
!!!
25 იანვარი 2022 22:24
2
რა ვქნა ახლა მე ვინ მოვიყვანო ცოლად ?
vova
25 იანვარი 2022 19:04
0
ცისნამი :)))))))
:D
25 იანვარი 2022 20:06
1
რა საცოდაობა ხარ ქალოო...
გეგი
25 იანვარი 2022 19:03
5
დაუხშეთ საინფორმაციო ღრუ
123
25 იანვარი 2022 18:34
2
რა იყო, ვინ იყიდა ეს გაჭირვებული? ეს ემიგრანტის ფენომენები რომ გამოვარდებიან და ყველას თავს აყვედრიან - თუ ქმარი არ გამოადგა, ჩვენი ყველას ბრალია. აი ესეთები რომ გეტყვიან თქვენს ოჯახებს ჩვენ ვინახავთო, უკვე ხვდები რა დონეა არის
:D
25 იანვარი 2022 17:58
0
თურქებზე გათხოვდით თურქებზე და თურქებს ენაშავეთ
გიორგი
25 იანვარი 2022 17:40
3
ვაა დიდი ხანია აშშ - ში ცხოვრობ ჩიტო?- "გოგოებო"-ში დაქალებს გულისხმობს, დაწყნარდით!!!!!
ლიმონა!
25 იანვარი 2022 16:02
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული