ბასილაშვილი მონპელიეში ითამაშებს - ქართველს კარგი ბადე აქვს და ტურნირის მოგებას შეეცდება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გასამართ 250-ქულიან ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტარტს დღეს აიღებს.

ჩვენებურს საკმაოდ კარგი ბადე შეხვდა და ნიკოლოზს თავისი საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენების შემთხვევაში ამ ტურნირის მოგებაც შეუძლია.

ქართველი განთესილია და პირველ წრეში ისვენებს, 1/8-ფინალში კი მისი მეტოქე ალექს მოლჩანსა და კვალიფიკანტს შორის უკეთესი იქნება.

წესითა და რიგით, ნიკას ამ ბარიერის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს, შემდეგ კი 1/4-ფინალში მისი სავარაუდო მეტოქე ან ნიდერლანდელი ტალონ გრიკსპური, ან ყაზახი ალექსანდრ ბუბლიკი იქნება.

თუ ყველაფერი ჩვენთვის სასურველი სცენარით
განვითარდა, 1/2-ფინალში ჩვენებური ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს უნდა დაუპირისპირდეს, რომელსაც დოჰას ტურნირზე ფინალი უკვე მოუგო და კარიერაში ორჯერ უკვე ჰყავს დამარცხებული.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდრ ზვერევია. მონპელიეში ითამაშებს ასევე შესანიშნავ ფორმაში მყოფი გაელ მონფილსიც.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაიწყებენ "მავანნი" ახალი "შეტევისთვის" მზადებას...ნიკა წარმატებები! ❤
ნიკა წარმატებები! ❤
14:01 02-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული