საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს პირველივე წრეში დაემშვიდობა.
ჩვენებური მსოფლიოს 49-ე ნომერს, აშშ-ის წარმომადგენელ მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდა და ორ სეტში 3:6, 2:6 დამარცხდა.
ნიკა, მონპელიეს მსგავსად, კვლავ ძალიან ცუდად აწვდიდა და უამრავ შეცდომას უშვებდა. მან საკუთარი ჩაწოდება ოთხჯერ დაკარგა, საპირისპიროდ კი ერთი ბრეიქი გააკეთა.
საინტერესოა, რომ ქართველს არცერთი ეისი არ ჰქონია, ორმაგი შეცდომა კი ორჯერ დაუშვა.
ნიკამ ზედიზედ მერვე, ამ სეზონში კი მეექვსე მატჩი წააგო. ამ ყველაფრის ფონზე, ის მომავალ კვირაში დოჰაში ჩავა, სადაც საჩემპიონო ქულები აქვს დასაცავი.