ზედიზედ მერვე მარცხი და საშინელი ფორმა - ბასილაშვილმა როტერდამში მსოფლიოს 49-ე ნომერს მხოლოდ 5 გეიმი მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს პირველივე წრეში დაემშვიდობა.

ჩვენებური მსოფლიოს 49-ე ნომერს, აშშ-ის წარმომადგენელ მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდა და ორ სეტში 3:6, 2:6 დამარცხდა.

ნიკა, მონპელიეს მსგავსად, კვლავ ძალიან ცუდად აწვდიდა და უამრავ შეცდომას უშვებდა. მან საკუთარი ჩაწოდება ოთხჯერ დაკარგა, საპირისპიროდ კი ერთი ბრეიქი გააკეთა.

საინტერესოა, რომ ქართველს არცერთი ეისი არ ჰქონია, ორმაგი შეცდომა კი ორჯერ დაუშვა.

ნიკამ ზედიზედ მერვე, ამ სეზონში კი მეექვსე მატჩი წააგო. ამ ყველაფრის ფონზე, ის მომავალ კვირაში დოჰაში ჩავა, სადაც საჩემპიონო ქულები აქვს დასაცავი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერაფერში ვერ გავამტყუვნებ, რადგან ჩვეულებრივი ქართველია. ანუ? წელიწადში ერთ ორ კაი კუშს მოხსნის და ყოფნის, თავს არ იკლავს ვარჯიშით. როცა შემოაკლდება ფული, მერე გაინძრევა. ყველა ეგრე არა ვართ? ეგრე ვართ, რადგან საქართველოში ვცხოვრობთ. მაგრამ, ჩემო ნიკოლოზ, მთავრდება ეგ ცხოვრების სტილი ნელ-ნელა და თუ აკვირდები, ფეხების ხელებში დაჭერა დაგვჭირდება სულ მალე, ასაკი გემატება და დროს ტყუილად ნუ დაკარგავ, რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭე, ფულიც და სახელიც, რადგან აუცილებლად დაგჭირდება. ამას იმიტომ გეუბნები, რომ ვხედავ, ბევრად მეტი შეგიძლია. შენ რომ წარმატებას მიაღწევ, ახალგაზრდებიც მოგბაძავენ, ამით სხვის საქმესაც გააკეთებ. ხოდა მიხედე საქმეს, დღედაღამე ივარჯიშე, მაქსიმუმ 5 წელი კიდევ და მერე იცხოვრე ტკბილად. მთელი ცხოვრება წინ გაქვს. რას მერჩი? 100 დოლარი წამაგებინე
ლევან მაღლაკელიძე
13:56 08-02-2022
3
ვინ ატერორებს, რა ჭორებს ავრცელებ, ცხოვრობს შაჰივით.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული