შესაძლოა ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩოგბურთის თამაში სამუდამოდ აუკრძალონ

AutoSharing Option
რუსული პრესა წერს, რომ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩშია ეჭვმიტანილი. საქმე 2016 წელს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრას ეხება.

როგორც vseprosport.ru წერს ATP-ის ანტიკორუფციულმა ბიურომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საიტი წერს, რომ ანონიმურმა წყარომ დადასტურებული დოკუმენტით მათ ინფორმაცია მიაწოდა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

თუ ნიკას ბრალეულობა დამტკიცდება, მას დროებითი, ან სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

აქვე ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ეს ერთ-ერთი რუსული საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციია და მისი სანდოობის შესახებ ინფორმაციის დადასტურება ჯერჯერობით არ შეგვიძლია.
მკითხველის კომენტარები / 24 /
იქნებ ზიმბაბვეს გაზეთის სტატიაც მოიყვანოთ მაგალითად
მახო
13 თებერვალი 2022 11:40
3
მაშინ ნიკა ჯერ არავინ არ იყო და იქიდან გამომდინარე თუ რა ხალხში ჰქონია საქმე (ვიღაც გაურკვეველი რეპუტაციის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, რომელიც ახლა უჩივის, უცნაური ცოლი, მამა, რომელიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მასზე და ა.შ.), არც გამიკვირდება ეს რომ მართალი იყოს. თვითონ ნიკას პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ვინმეს რომ გავლენა მოეხდინა და ასეთ ამბავში გაეხვია, სრულიად შესაძლებელია.
odala
12 თებერვალი 2022 15:33
3
ყოფილი ცოლი გაუჩალიჩებდა
მორიელი
13 თებერვალი 2022 23:02
3
არ არსებობს ჩოგბურთელი ვისაც გარიგებულ თამაშში არ მიუღია მონაწილეობა.უბრალოდ დამტკიცება თითქმის შეუძლებელია.
Master
12 თებერვალი 2022 18:16
10
მასტერ! მაგათ "გარიგებებში" მონაწილეობდი? თუ არა, მაშინ ჭორაობას შეეშვი..
masteras
12 თებერვალი 2022 19:48
7
ტოტალიზატორს ყველა თამაშობს, ეგ არაა ახალი. აბა 150-ე ჩოგანთან რო წააგებ, რა ქვია მაგას, თან უშანსოდ. კაი კუშიც ქონდა როგორც მახსოვს. და 2016 ში ნელიკოს გაამაზინა ალბათ
bijos
12 თებერვალი 2022 20:47
12
ვინ ყველა? ჩემი გაგებით უტვინოები თამაშობენ !
დავით 67
12 თებერვალი 2022 22:44
3

სულ ფინასურ პრობლემებშია,რუსეთის ჩოგბურთის ფედერაცია უჩივის,სპონსორები უჩივიან, ცოლყოფილი არ ჩერდება რაღაც ამ ბიჭს არ აქვს საქმე სუფდად,გაყიდული თმაშებძე გამოძიება,ვისაც გახსოვთ თბილისში დევსის თასზე ისეთთან წააგო რომელიც საერთოდ ურეიტინგო იყო,იქაც იყო ეჭვი
ვააააა
12 თებერვალი 2022 22:18
21
….გამოსისინდა “კამანდა!!!
დათო
12 თებერვალი 2022 23:45
4
თქვენ უნდა აგიკრძალონ მოღვაწეობა და ცხოვრება საქართველოში, სამუდამოდ!
კაი ერთი!
14 თებერვალი 2022 08:58
2
ინგლისური და ესპანური საიტებიც წერენ ამ ფაქტის შესახებ შეგიძლიათ გადაამოწმოთ თუ რუსულ საიტს არ ენდობით. იყო საუბრები მანამდეც ჭორების დონეზე პირველი სეტის მოგების შემდეგ მეორეს თმობს ძალითო და ხშირად მეორდებოდა იგივე.
ტომი
12 თებერვალი 2022 15:10
20
Იქნება უბრალოდ მისი ტაქტიკაა მეორე ტურში ძალების დაზოგვა და მეორე ნომრად თამაში
სტატე
12 თებერვალი 2022 18:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული