რუსული პრესა წერს, რომ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩშია ეჭვმიტანილი. საქმე 2016 წელს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრას ეხება.
როგორც vseprosport.ru წერს ATP-ის ანტიკორუფციულმა ბიურომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
საიტი წერს, რომ ანონიმურმა წყარომ დადასტურებული დოკუმენტით მათ ინფორმაცია მიაწოდა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
თუ ნიკას ბრალეულობა დამტკიცდება, მას დროებითი, ან სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.
აქვე ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ეს ერთ-ერთი რუსული საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციია და მისი სანდოობის შესახებ ინფორმაციის დადასტურება ჯერჯერობით არ შეგვიძლია.