გუშინ ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი. საიტმა დაწერა ასევე ისიც, რომ თუ მას ბრალეულობა დაუმტკიცდებოდა, ნიკას დროებით ან სამუდამო დისკვალიფიკაციას მისცემდნენ.
გავრცელებულ განცხადებას ბასილაშვილის იურისტები გამოეხმაურნენ - მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
"გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს, პირველ რიგში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამასთან, სპორტსმენის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ერთ-ერთი რუსული მედიაპლატფორმიდან. სტატია მთლიანად არის დაყრდნობილი
ვარაუდებზე. ის მომზადდა ცალმხრივად და ინფორმაცია არ გადამოწმებულა ნიკოლოზ ბასილაშვილთან და არც ანტიკორუფციულ ოფისში (ITIA).
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, გვსურს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი სანქცია და დისკვალიფიკაცია არ ემუქრება. ის ამ დროისთვის იმყოფება დოჰაში ტურნირზე, რომლის გამარჯვებულიც გასულ წელს გახდა", - ნათქვამია განცხადებაში.